ჯონ ტერი დამსახურებულად მიიჩნევა თანამედროვეობის ერთ-ერთ უძლიერეს ცენტრალურ მცველად და "ჩელსისა" თუ ინგლისის ნაკრებში უმნიშვნელოვანეს პერსონად.
ამის მიუხედავად, 31 წლის ფეხბურთელმა შეიძლება მაინც გამოტოვოს ევროპის ჩემპიონატი მას შემდეგ, რაც ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ "ქუინზ პარკ რეინჯერსის" ფეხბურთელის ანტონ ფერდინანდის რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყოფის გამო კაპიტნ
- კლუბმა ის ორი კვირის ხელფასით დააჯარიმა იმის გამო, რომ სერიოზულად დათვრა და "ჰითროუს" აეროპორტში (ლონდონის ყველაზე დიდი აეროპორტი. რედ) ამერიკელ ტურისტებს შეურაცხყოფას აყენებდა და თანაც ეს 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ხდებოდა.
- 2002 წლის იანვარში მას ბრალი დაედო ღამის კლუბის დაცვის წევრზე თავდასხმაში. შედეგად ის გააძევეს ეროვნული ნაკრებიდან, რის გამოც 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი გამოტოვა. მოგვიანებით ბრალდება თავდასხმასა და ბოთლის ნამსხვრევებით სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენებაზე მოუხსნეს.
- 2002 წლის თებერვალში ლონდონის ერთ-ერთი ღამის კლუბის უსაფრთხოების კამერებმა დააფიქსირეს მთვრალი ტერი, როცა ის ლუდის კათხაში შარდავდა, რის შემდეგაც ეს კათხა იატაკზე დაანარცხა და დაამსხვრია.
- მალე ის 60 ათასი ფუნტით დააჯარიმეს ავტოსადგომზე თავისი "ბენტლის" ინვალიდებისთვის კუთვნილ ადგილზე გაჩერების გამო.
- 2004 წელს ჯონ ტერი, თანაგუნდელებთან უეინ ბრიჯთან და სკოტ პარკერთან ერთად ძაღლების რბოლებზე ფულის დადებაში ამხილეს (მსგავსი თამაშები ფეხბურთელებს კონტრაქტებით ეკრძალებათ ხოლმე). აღმოჩნდა, რომ კვირაში ისინი 40 ათას ფუნტს დებდნენ.
- 2006 წლის ნოემბერში "ტოტენჰემთან" გასვლით შეხვედრაში მინდვრიდან გააძევეს. მოგვიანებით მას ბრალად წაუყენეს ლედლი კინგის რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყოფა. გარდა ამისა, მატჩის შემდეგ ფეხბურთელმა არბიტრ გრემ პოლის კვალიფიკაცია დააყენა ეჭვქვეშ. საბოლოოდ შეუფერებელი საქცილისთვის ის 10 ათასი ფუნტით დაჯარიმდა.
- 2007 წელს, იქამდე ვიდრე ტონი პულიზე იქორწინებდა, გამოუტყდა, რომ მინიმუმ 8-ჯერ უღალატა. 17 წლის ჯენი ბარკერის თქმით კი, მათ სექსი უშუალოდ მანქანების ავტოსადგომზე ჰქონდათ.
- 2009 წელს საფეხბურთო ასოციაცია და კლუბი მას ბრალად სდებდნენ, რომ ათი ათასი ფუნტის სანაცვლოდ "კობემის" ბაზაზე ჟურნალისტი უკანონოდ შეაპარა.
- 2009 წელს ჯონის მამა ტოდ ტერი ფარული კამერით აღჭურვილმა ჟურნალისტმა მაშინ გადაიღო, როცა მისგან კოკაინს ყიდულობდა. ეს მოხდა დედისა და დეიდის ქურდობაში დადანაშაულებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ.
- 2010 წლის იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტერი 4 თვის განმავლობაში ხვდებოდა ყოფილი თანაგუნდელის უეინ ბრიჯის მეგობარ გოგონა ვანესა პერონსელს. არადა, მიიჩნეოდა, რომ უეინი ჯონის ახლო მეგობარი იყო. ამის შემდეგ ფაბიო კაპელომ ფეხბურთელს ნაკრების კაპიტნის სამკლავური ჩამოართვა და ის ჯერ რიო ფერდინანდს გადასცა, შემდეგ სტივ ჯერარდს.
- 2011 წლის ოქტომბერში ტერის ბრალი დაედო "ქუინზ პარკის" ცენტრალური მცველის ანტონ ფერდინანდის რასისტული ხასიათის შეურაცხყოფა. "ჩელსიმ" იმ დღეს "ლოფტუს როუდზე" 1:0 წააგო. საქმეს პარალელურად იძიებენ საფეხბურთო ასოციაცია და პოლიცია. 2012 წლის 9 ივლისს ის სასამართლოს წინაშე მეორედ წარსდგება. იქამდე კი მას ნაკრების კაპიტნობა ჩამოართვეს.
კარიერის დასრულების შემდეგ ჯონს ალბათ მოუწევს ამ ყველაფრის გახსენება, რადგან ყოველივე დიდ როლ თამაშობს საფეხბურთო მოედანზე მის ქცევაზე. ინგლისში ახალგაზრდა ცენტრალური მცველების კარგი თაობა მოდის და ევრო 2012 ისეთ შანსად გვეჩვენება, როცა ფეხბურთელს კარის ხმამაღლა გაჯახუნება ჯერ კიდევ შეუძლია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"