კლაუდიო რანიერი: ანდრე ვილაშ-ბოაშმა ტიტული უნდა მოიგოს, რომ ლონდონის "ჩელსიში" დატოვონ

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იტალიელმა სპეციალისტმა კლაუდიო რანიერიმ განაცხადა, რომ "ლურჯების" ამჟამინდელმა თავკაცმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა აუცილებლად უნდა მოიგოს ტიტული, რათა კლუბში მომავალ სეზონშიც დარჩეს.

"ვფიქრობ, "ჩელსიში" დასარჩენად მან ტიტული უნდა მოიგოს. მე იმიტომ გამათავისუფლეს, რომ ვერაფერი ვერ მოვიგე - კლუბში ეს წესი არ შეცვლილა. "ჩელსის" ჩემპიონთა ლიგაში "ნაპოლისთან" მატჩი ელის.

ინგლისელები ახლა საუკეთესო ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არ არიან, "ნაპოლიმ" კი "მანჩესტერ სიტისთან" მატჩებში უკვე აჩვენა, რომ გრანდების დამარცხება შეუძლია.

იტალიელი ვარ და იმედი მაქვს, რომ "ნაპოლი" ძალიან კარგ თამაშს ჩაატარებს",
- თქვა რანიერიმ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამას ურჩევნია საკუთარ საქმეს მიხედოს. ინტერი უარეს დღეშია
juve_alex
16:41 17-02-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული