გიგზი: ამხელა ხელფასი არც დამსიზმრებია

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" სიმბოლოდ ქცეულ რაიან გიგზს მიაჩნია, რომ ის დიდძალი ფული, რომელსაც ახალგაზრდა ფეხბურთელები კარიერის დასაწყისშივე შოულობენ, მათ ნიჭსა და შესაძლებლობებზე დამყუპველად მოქმედებს.

"ხშირად ხდება, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს თავი ჯერ ვერაფრით გამოუჩენია, მას კი უკვე ისეთი ხელფასი აქვს, როგორიც თავის დროზე არც დამსიზმრებია. სხვანაირად არ გამიგოთ, ნორმალურ ფულს ვშოულობდი. ჩემი პირველი ყოველკვირეული ხელფასი 30 გირვანქა სტერლინგს უდრიდა, მომდევნო კონტრაქტი უკვე 200-გირვანქიანი იყო. ჩემი შემოსავალი თანდათანობით იზრდებოდა. ახლა კი, ვიდრე თავს გამოიჩენდე, ხუთწლიან კონტრაქტს გიფორმებენ და საოცარ ჯამაგირს გინიშნავენ. ზოგიერთი მოთამაშე
ასეთ ცდუნებას ვერ უძლებს. ფული ისეთი რამაა, ახალგაზრდა ფეხბურთელის კარიერის დაყუპვა ადვილად რომ შეუძლია", - თქვა დამსახურებულმა ვეტერანმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული