ფრანგი მწვრთნელი იმდენად აღშფოთდა “მილანთან” (4:0) მისი შეგირდების უნიათობით, რომ როგორც იუწყებიან, საფინალო სასტვენის შემდეგ გასახდელში ფეხბურთელებისთვის მთელი ტირადა წაუკითხავს, თუ რატომ არ აკმაყოფილებს მათი თამაში.
გაზეთის მტკიცებით, “ემირიტსს” აუცილებლად დატოვებენ მარუან შამახი, სებასტიან სკილაჩი, ნიკლას ბენდტნერი, კარლოს ველა, მანუელ ალმუნია, დენილსონი, ანდრეი არშავინი და ტომაშ როსიცკი. უკანასკნელ ორთან “მეთოფეებს” კონტრაქტი ეწურებათ. კლუბი კი მათთან თანამშრომლობის გახანგრძლივებას არ აპირებს.
აღნიშნულ ინიციატივას მიესალმება “არსენალის” ყოფილი ვარსკვლავი
“ძალიან ბევრმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა ვერ გაამართლა არსენ ვენგერის ნდობა. უკვე რამდენიმე წელიწადია ყველანი ველოდებით, როდის ათამაშდება უოლკოტი კიდევ უკეთესად, მაგრამ ეს არ ხდება. “მილანთან” შეხვედრაში ვუყურებდი აარონ რემსის. მეგონა, რომ მოედანზე ის კი არა მისი არაფეხბურთელი ძმა იდგა.
აუცილებელია როსიცკისა და არშავინთან გამოთხოვებაც. ამ ბიჭებს მადლობა უნდა ვუთხრათ იმისთვის, რაც გუნდისთვის გაიღეს და გზა მშვიდობისა ვუსურვოთ. უახლოეს ხანებში “არსენალს” მინიმუმ 5-6 გამოცდილი ფეხბურთელი სჭირდება, ისეთები, რომლებიც არ ეგუებიან წაგებებს და რომელთა ასაკი 27-დან 30 წლამდე იქნება. სწორედ ასეთებმა უნდა შთაბერონ სული გუნდის ახალ გამარჯვებებს,” – აცხადებს პეტი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"