დიდიე დროგბა: დამნაშავე მხოლოდ ანდრე ვილაშ-ბოაში არაა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელმა დიდიე დროგბამ "სტამფორდ ბრიჯზე" გატარებული დროის მანძილზე მიმდინარე სეზონს ყველაზე წარუმატებელი უწოდა.

"ჩელსიში" უკვე საკმაოდ დიდი ხანია ვთამაშობ, მაგრამ ასეთი ჯერ არ მახსოვს. ჩვენი გულშემატკივრები გუნდის პირველ სამეულში ხილვას შეეჩვივნენ, ახლა კი მხოლოდ მეხუთე პოზიციაზე ვართ.

ვილაშ-ბოაშს შექმნილ მდგომარეობაში ძალიან უჭირს, მაგრამ მხოლოდ ის არაა შედეგებზე პასუხისმგებელი. მოთამაშეებიც დამნაშავენი არიან", - განაცხადა დროგბამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული