ბექინგემი იყიდება

AutoSharing Option
დევიდ და ვიქტორია ბექჰემებმა ინგლისში თავიანთი ცნობილ შვიდსაძინებლიან სახლს ჰყიდიან, რაც მხოლოდდამხოლდ ერთს შეიძლება ნიშნავდეს - ისინი საბოლოოდ გადადიან ამერიკაში. სახლს, რომელსაც პრესა "ბექინგემის სასახლეს" უწოდებდა (მოგეხსენებათ, ინგლისის მეფის სასახლეს ბუკინგემისა ჰქვია და სიტყვათა თამაშიც ამაზე იყო აწყობილი) გარს 24 აკრი მიწა (1 აკრი 4,046 კვადრატული მეტრია) აკრავს. ფეხბურთელმა და პოპ-ვარსკვლავმა ჰერტფორდშირში მდებარე ეს უძრავი ქონება 1999 წელს 2,5 მილიონ ფუნტად შეიძინეს, ახლა კი გასაყიდად 18 მილიონად გააქვთ.

ეს თანხა, 18 მილიონი, "ბექინგემის სასახლეზე" ლაპარაკისას კიდევ ერთხელ გვხვდება - სწორედ
ამდენი დახარჯა ვარსკვლავურმა წყვილმა 11 წლის განმავლობაში ადგილ-მამულის მოწყობაზე. რა შეჰმატეს იქაურობას? შიდა და გარე საცურაო აუზი, პატარა ზოოპარკი, ხმის ჩამწერი სტუდია, სნუკერის სათამაშო ოთახი, სპორტული დარბაზი და კორტი ღამის განათებით.
ბაღში სამი ტალავერია, სამივე სხვადასხვა თემით: ერთგან თავი ტბის ნაპირას გეგონებათ, მეორე უფრო რომანტიკულია, მესამე კი ორნამენტებით უხვი. ბექჰემებმა გააკეთეს ბაღი-პავილიონიც, რომელსაც მარმარილოს იატაკი აქვს. აქვეა მწვადის შესაწვავი ბუხარ-ღუმელი, რომელიც 70 ათასი ფუნტი დაჯდა.

ინგლისური ტაბლოიდები ხაზს უსვამენ, რომ ბექჰემები ლოს ანჯელესში სამი წლის წინ გადასახლსდნენ და ძალიან იოლად აუღეს უცხოეთში ცხოვრებას ალღო. ოჯახი, რომლის ქონებაც 125 მილიონ ფუნტად არის შეფასებული საბოლოოდ ამერიკაში აპირებს დასახლებას. შეგახსენებთ, რომ დევიდსა და ვიქტორიას სამი ვაჟი ჰყავთ: 11 წლის ბრუკლინი, 8 წლის რომეო და 5 წლის კრუზი. ლოს ანჯელესში ბექჰემების ოჯახს სამეგობრო წრეც გამოუჩნდა. მათთან ახლობლობენ ტომ კრუზი, ევა ლონგორია და კეიტ ბეკინსეილი.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული