რობი კინი ინგლისში დაბრუნებას არ გამორიცხავს

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს გალაქსის" 31 წლის ირლანდიელი თავდამსხმელი რობი კინი კმაყოფილი დარჩა "ასტონ ვილაში" გატარებული 2 თვით და განაცხადა, რომ სამომავლოდ არ გამორიცხავს ინგლისში სათამაშოდ დაბრუნებას.

ფეხბურთელის ხელშეკრულებას ლოსანჯელესურ კლუბთან ვადა 2013 წლის 31 დეკემბერს გასდის, თუმცა, როგორც ჩანს, კინი ამას არ დაელოდება, რადგან "გალაქსიში" საქმეები იდეალურად ნამდვილად არ მისდის.

"ლაპარაკი, რომ "ასტონ ვილაში" კიდევ დავრჩენილიყავი, ნამდვილად იყო, თუმცა რაც უნდა იყოს, "გალაქსისთან" ხელშეკრულება მაქვს და ვალდებული ვარ, მ
ის პოზიციას პატივი ვცე. კლუბმა ინგლისში დატოვებაზე უარი მითხრა.

"ვილა" ძალიან მომეწონა, რადგან ის მართლა დიდებული კლუბია. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერლიგაში დარჩენა ნამდვილად შემეძლო, თავის დროზე ამერიკაში წასვლის გადაწყვეტილება თავად მივიღე, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს.

რა შეიძლება მოხდეს, ნამდვილად არ ვიცი. ყველა იმ კლუბიდან, სადაც ჩემი საქმის კეთება არ გამომდიოდა, მალევე მივდიოდი. თუკი მსგავსი ფიქრი თავში მომივლის, გადაწყვეტილებას იოლად მივიღებ," - აცხადებს კინი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული