ლონდონის "არსენალი" "მეთოფეს" არ ყიდის

AutoSharing Option
არსენ ვენგერის თქმით, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, სეზონის დასრულების შემდეგ ყველა ვარიანტში ვეტოს დაადებს რობინ ვან პერსის ტრანსფერს, რადგან ესმის, რომ ჰოლანდიელი ბომბარდირის გარეშე მისი გუნდი ჩემპიონატის საშუალო ამბიციების მქონე გუნდებს შორის დაეშვება (თავი დავანებოთ იმას, თუ რა რეაქციას გამოიწვევს ეს გულშემატკივრებში).

ფრანგმა მწვრთნელმა სამირ ნასრის შემთხვევაში ვერ გარისკა და რაკი ნახევარმცველს კონტრაქტში ერთი წელი ჰქონდა დარჩენილი, "სიტიში" მის ტრანსფერს ამიტომ დათანხმდა.

ვან პერსის ხელშეკრულებას ვადა 2013 წლის ივნისში ეწურება. ამ შემთხვევაში ვენგერი ფეხბურთელს არ ყიდის და ამგვარად რისკს
საკუთარ თავზე იღებს, თუკი მოლაპარაკებები ურთიერთობების გახანგრძლივებაზე ჰოლანდიელ ბომბარდირთან უშედეგოდ დასრულდება.

"არსენალი" მზადაა, ფეხბურთელს ახალი ხელშეკრულება გაუმჯობესებული პირობებით დაუდოს. ვან პერსის ამჟამინდელი ანაზღაურება კვირაში 80 ათასი ფუნტია. კლუბი ალბათ მას კვირაში 20 ათასით მეტს გადაუხდის.

ჰოლანდიელის აგენტის ცნობით, ფეხბურთელმა მას უკვე დაავალა ახალი შეთავაზების პირობების შესწავლა. ესე იგი ის მზად არის განიხილოს "ემირიტსზე" დარჩენის შესაძლებლობა.

ამასობაში "მეთოფეებმა" უკვე მიაღწიეს შეთანხმებას ტომას ვერმალენთან თანამშრომლობის გახანგრძლივების შესახებ. "არსენალი" 26 წლის ბელგიელ ცენტრალურ მცველს ასევე გაზრდილ ანაზღაურებას სთავაზობს.

"ემირიტსზე" სეზონის მიწურულამდე გეგმავენ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას ტეო უოლკოტსა და ტომაშ როსიცკისთანაც.

სამაგიეროდ გუშინ პრაქტიკულად გაირკვა, რომ მაისის მერე "არსენალს" აუცილებლად დატოვებენ 30 წლის რუსი ანდრეი არშავინი, 26 წლის სამხრეთკორეელი პარკ ჩუ იუნი და 28 წლის მაროკოელი მარუან შამახი. ვენგერმა ისინი რეზერვისტების რიგებში გადაიყვანა. ამ სამეულიდან ყველაზე დიდი ზეწოლა არშავინზეა.

თუკი ვეტერანი უახლოეს ხანებში არ დაამტკიცებს, რომ "არსენალი" ჯერ კიდევ რამედ უღირს, სეზონის ბოლომდე დუბლებში დარჩება. ბოლო თვეების განმავლობაში მისი ფორმით ყველა უკმაყოფილო იყო, დაწყებული "არსენალის" გულშემატკივრებიდან, დამთავრებული ინგლისური ფეხბურთის დამსახურებული ვეტერანებით. გარი ნევილმა იანვარში ვენგერს პირდაპირ მოუწოდა, ფეხბურთელი გაეყიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული