კეთილდღეობა "ოლდ ტრეფორდზე"

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედმა" 2011 წლის მესამე კვარტალის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. მონაცემები მოწმობს, რომ "წითელი ეშმაკების" ფინანსური კეთილდღეობა ნელ-ნელა, მაგრამ განუხრელად იზრდება.

2010 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით "იუნაიტედის" შემოსავალმა 18,5 მილიონით მოიმატა და 175 მილიონ ფუნტს მიუკაკუნა. მატჩებიდან შემოსავალი 52,2 მილიონიდან 54,5-მდე გაიზარდა, მედიაუფლებების გაყიდვით მიღებული თანხები - 53,7-დან 60,9-მდე გაიზარდა.

კომერციული საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავლებმა კი 50,4 მილიონიდან 58,6-მდე მოაღწია. გლეიზერების ოჯახის მიერ კლუბის შეძენის დროს აღებული ვალი 508-დან 439 მილიონამდე შემცირდა.

ამის მიზეზი კი გახდა ის, რომ "იუნაიტედმა" 2010 წელს რეფინანსირების
დროს გამოშვებული ობლიგაციების ნაწილი თავად გამოისყიდა. "დეილი მეილის" ცნობით, ამავე პერიოდში შემოსავლების გარდა "იუნაიტედის" ხარჯმაც მნიშვნელოვნად მოიმატა - 96,9 მილიონიდან 110,8-მდე.

რაკი კლუბის ფინანსური კეთილდღეობა მატულობს და მატულობს, ბუნებრივია, "ეშმაკებს" აქვთ უფლება "ზედმეტი ფული" წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნებაში დახარჯონ.

მაგალითად, სერ ალექს ფერგიუსონის გადაწყვეტილებით, კლუბმა უკვე დაიწყო მოლაპარაკება ნანისთან თანამშრომლობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.

24 წლის პორტუგალიელს კონტრაქტში 2 წელი აქვს დარჩენილი. მას კვირაში 90 ათას ფუნტს უხდიან. "მანჩესტერი" მზადაა, ფეხბურთელს ახალი 4-წლიანი ხელშეკრულება და კვირაში 130 ათასი ფუნტი შესთავაზოს. მიუხედავად "მილანისა" და "იუვენტუსის" ინტერესისა, ნანი დიდი ალბათობით სწორედ "ოლდ ტრეფორდზე" დარჩება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული