არსენალელი იჯარით

AutoSharing Option
"არსენალის" დუბლების წევრი, 21 წლის ცენტრალური ნახევარმცველი კრეიგ ისტმონდი კლუბმა ლიგა 1-ის "უიკომბში" სეზონის ბოლომდე იჯარით მიავლინა.

ფეხბურთელი "მეთოფეთა" რეზერვისტთა მთავარი მწვრთნელის ნილ ბანფილდის საყვარელი შეგირდია. იმასაც ამბობენ, რომ არსენ ვენგერი მომდევნო სეზონიდან ფეხბურთელს ძირითად გუნდში გადაყვანას უპირებს. თუმცა კრეიგს პრემიერლიგის შეხვედრაში ჯერ არ უთამაშია.

ისტმონდი შარშან რამდენიმე თვის განმავლობაში "მილუოლშიც" თამაშობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული