ვალენსია "მანჩესტერ იუნაიტედს" ლონდონის "ტოტენჰემთან" დაეხმარება

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ლუის ანტონიო ვალენსიამ შესაძლოა ინგლისის პრემიერლიგის 27-ე ტურის მატჩში "ტოტენჰემთან" ითამაშოს.

"შემადგენლობაში ეშლი იანგისა და ნანის დაბრუნება ჩვენს შემტევ პოტენციალს გაზრდის, რადგან მათთვის ფლანგის პოზიცია უმთავრესია. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ფორვარდებს ძალიან უხარიათ ამ ფეხბურთელების დაბრუნება.

ვალენსიას ტრავმა სამწუხარო ამბავია, რადგან ის ძალიან კარგ გადაცემებს აკეთებს ფლანგიდან.

საბედნიეროდ, ტრავმა სერიოზული არაა და მანჩესტერელთა რიგებში დაბრუნებას ის მომავალ კვირას შეძლებს", - თქვა ალექს ფერგიუსონმა.

შეგახსენებთ, რომ ვალენსიამ ტრავმა "აიქსთან"(2:0) ევროპის ლიგის 1/16 ფინალის პირველ შეხვედრაში მიიღო.

"ტოტენჰემისა" და "მანჩესტერ
იუნაიტედის" მატჩი 4 მარტს გაიმართება.

მომზადებულია manutd.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული