თუმცა სტიუარტ პირსი კაპელო არ არის. 49 წლის სპეციალისტის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ეროვნულ გუნდს მიღმა ალექს ოქლეიდ-ჩემბერლენის, რიო ფერდინანდის, ჯოლეონ ლესკოტისა და ფრენკ ლემპარდის დატოვებით სწორი ნაბიჯი გადადგა:
“ოქსლეიდ-ჩემბერლენის ნაკრებში მიწვევა იმიტომ კი არ მინდა, რომ ვათამაშო 10 წუთით და დავამტკიცო, რომ ის ახალგაზრდული გუნდის დონეზე ბევრად მაღლა დგას და იქ აღარასოდ
ალექსი ამჟამად ჩემს გუნდში ნამდვილად საუკეთესოა და ეს ყველამ იცის, თუმცა ასაკობრივ ნაკრებში 90 წუთის განმავლობაში მას მეტი გამოცდილების მიღება შეუძლია, ვიდრე ეროვნულში ნათამაშებ 10 წუთში.
აუცილებლად უნდა ვთქვა ენდი კეროლზეც. დაიწერა, რომ თითქოს ის იმიტომ არ მივიწვიე, რომ თამაშის მანერას ვუწუნებ. არადა ეს ტყუილია. შარშან ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზეც ის ტრავმის გამო ვერ წავიყვანე. გარწმუნებთ, ამ ფეხბურთელთან პრობლემები არ მაქვს. ეს სია მხოლოდ მე არ შემიდგენია. კონსულტაცია სხვებთანაც გავიარე. ყველამ ერთად ჩავთვალეთ, რომ ის ბიჭები უნდა მიგვეწვია, ვისი გვარებიც სიაში იხილეთ”.
სამწუხაროდ, ნაკრებში დებიუტს ჰოლანდიასთან შეხვედრაში ვერ იზეიმებს ტომ კლევერლი. “აიაქსთან” ევროპის ლიგის მატჩში ახალგაზრდა ნახევარმცველმა კოჭის ტრავმა მიიღო და 61-ე წუთზე შესაცვლელი შეიქნა. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელმა ეს ეს არის სწორედ კოჭი მოიშუშა და “იუნაიტედის” ექიმებს არ სურთ მისი ჯანმრთელობის გარისკვა. რამდენი ხანი მოუწევს დასვენება 22 წლის “ეშმაკს”, ჯერ უცნობია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"