ლონდონის "არსენალი" რობინ ვან პერსის კვირაში 150 ათას ფუნტზე მეტს სთავაზობს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალს" ჰოლანდიელ ფორვარდ რობინ ვან პერსისთან კონტრაქტის გაგრძელება სურს.

ინგლისის პრემიერლიგის კლუბის წარმომადგენლები მზად არიან 28 წლის ფეხბურთელს შესთავაზონ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მისი ხელფასი კვირაში 150 ათას ფუნტ სტერლინგზე მეტს შეადგენს.

ვან პერსის "არსენალთან" მოქმედი ხელშეკრულება 2013 წლამდე აკავშირებს.

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მან 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 22 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული