"ლივერპულმა" ლიგის თასი მოიგო

AutoSharing Option
ინგლისი. ლიგის თასი. ფინალი
კარდიფ სიტი-ლივერპული 2:2 პენ: 2:3
კარდიფ სიტი: ჰიტონი, ტერნერი, ე. ტეილორი, ჰადსონი (99. ე, ჯერარდი), მაკნოტონი (107. ბლეიკი), გუნარსონი, უიტინგჰემი, კოუი, მეისონი (91. კისი), გესტედი, მილერი
ლივერპული: რეინა, შკრტელი, ენრიკე, აგერი (87. კარაგერი), გ. ჯონსონი, ჰენდერსონი (58. ბელამი), ადამი, დაუნინგი, ს. ჯერარდი, სუარესი, კეროლი (103. კუიტი)
გოლები: 1:0 მეისონი (19), 1:1 შკრტელი (60), 1:2 კუიტი (108), 2:2 ტერნერი (118)
პენ: ს. ჯერარდი 0:0 (მეკ); მილერი 0:0 (ააცილა); ადამი 0:0 (ააცილა); კოუი 1:0; კუიტი 1:1; გესტედი (1:1) ააცილა,
დაუნინგი (2:1); უიტინგჰემი 2:2; ჯონსონი 3:2, ე. ჯერარდი 3:2 (ააცილა)

სიტუაცია ჯერ კიდევ თამაშამდე ორიოდე დღით ადრე დაიძაბა, როცა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის გადაწყვეტილებით, ინგლისისა და უელსის ჰიმნების შესრულებაზე უარი ითქვა.

მიზეზი ბანალურია: მსგავს შემთხვევებში გულშემატკივრები მეტოქე ქვეყნის ჰიმნს გამაყრუებლად უსტვენდნენ.

26 თებერველს საღამოს „უემბლიზე“ შეკრებილმა 90 ათასმა გულშემატკივარმა ფანტასტიკური მატჩი იხილა და ამას მხოლოდ იმიტომ არ ვამბობთ, რომ საქმე პენალტების სერიამდე მივიდა. გულწრფელად ვიტყვით, ალოგიკური ისიც არ იქნებოდა, რომ უპრეცედენტო თავდადების წყალობით სეზონის პირველი ინგლისური ტიტული უელსურ კლუბს მოეპოვებინა.

ამას მატჩის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელებში თავად „წითლების“ ფანებიც არ უარყოფდნენ. თუმცა ვერც იმ ფაქტს გავექცევით სადმე, რომ კენი დალგლიშის გუნდს თასი მაინც ცოტა უფრო მეტად ეკუთვნოდა.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მერსისაიდელებმა 120 წუთის განმავლობაში კარის მიმართულებით 39-ჯერ დაარტყეს და აქედან 19-ჯერ (!) ზუსტად.

როგორც იქნა დასრულდა 6-წლიანი მოლოდინი. კენი დალგლიშმა კი პირველივე სრულფასოვან სეზონში შეძლო გუნდისთვის მორიგი, შიდა ასპარეზზე 48-ე ტიტულის მოპოვება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული