ინგლისი. პრემიერლიგა. XXVI ტური: უბერებელნი

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტიმ" "ბლექბერნს" უმასპინძლა და აუტსაიდერი ლუკმად არ ეყო. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან "ქალაქელებს" "ეტიჰადზე" ჩატარებული 12 შეხვედრიდან ყველა მოგებული ჰქონდათ.

რობერტო მანჩინის გუნდს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მარიო ბალოტელი დაუბრუნდა. ალბათ გახსოვთ, რომ 22 იანვარს "ტოტენჰემთან" მატჩის შემდეგ (3:2) იტალიელს სკოტ პარკერის წინააღმდეგ უხეშობისთვის დისკვალიფიკაცია ჰქონდა.

სტუმრებმა ყრუ დაცვით დაიწყეს. დებიუტში ანგარიშის გახსნა ორჯერ შეეძლო ბალოტელის, მაგრამ მის დარტყმებს წინ პოლ რობინსონი აღუდგა. 30-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა. ბრწყინვალედ მოთამაშე ალექსანდარ კოლაროვმა ფლანგიდან საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა გააკეთა, ბალოტელიმ ბურთს ფეხი დაუხვედრა
- 1:0. რობინსონს კიდევ ორჯერ მოუხდა მატჩში ჩართვა. ჯერ დავიდ სილვას აუღო, შემდეგ - ვენსან კომპანის.

სტუმარებმა ჯო ჰარტი ერთხელ აანერვიულეს, როცა ნაიჯელ დე იონგთან კონტაქტის შემდეგ მორტენ გამსტ-პედერსენი პენალტს ითხოვდა, მაგრამ მომენტი წესების დარღვევად არ შეფასდა.

53-ე წუთზე ანგარიში ისევ შეიცვალა. კუთხურის გათამაშების შემდეგ რობინსონს ბურთი ხელიდან გაუვარდა და აგუეროს მიუვიდა - 2:0. მატჩს წერტილი 81-ე წუთზე დაესვა. შეცვლაზე შესულმა ედინ ჯეკომ კოლაროვის ჩაწოდებით ისარგებლა და პირველივე შეხებით შეაგდო - 3:0.

ამოსუნთქვაც შეიძლება
"ჩელსის" ზედიზედ 4 მოუგებელი შეხვედრა ჰქონდა. მათ თითქოს არც "ბოლტონთან" გამოსდიოდათ რამე, მაგრამ გუნდი მეორე ტაიმში გონს მოეგო და... ანდრე ვილაშ ბოაშმა ხანგრძლივი დაძაბულობის შემდეგ ალბათ პირველად ამოისუნთქა შვებით.

პორტუგალიელმა "ნაპოლისთან" შეხვედრის წინ შერისხული მიკაელ ესიენი, ფრენკ ლემპარდი და ეშლი კოული ძირითადში დააბრუნა. მიუხედავად "სან პაოლოზე" სუსტი თამაშისა, სასტარტოში იყო გარი კეჰილიც.

შეხვედრა ლონდონელებმა აქტიურად დაიწყეს, თუმცა დენიელ სტარიჯის, დიდიე დროგბასა და ფრენკ ლემპარდის მონდომებას შედეგი არ მოჰყოლია. მეორე ნახევრის დებიუტში დავიდ ლუიშმა ანგარიში გახსნა. ბრაზილიელი თავდამსხმელის ადგილას აღმოჩნდა და დამატებაზე ყველას დაასწრო - 1:0.

მალე მასვე შეეძლო ანგარიშის გაზრდა, თუმცა ბურთი ძელს მოარტყა. 61-ე წუთზე მასპინძლებმა მეორე გაიტანეს. ამჯერად ყველაფერი პროზაულად მოხდა - ლემპარდმა კუთხური მოაწოდა და დროგბამ თავით ყველას აჯობა. 79-ე წუთზე ხუან მატას პასით ლემპარდმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.

სრული რეაბილიტაცია
"ტოტენჰემთან" შეხვედრა ისე დაიწყო, თითქოს, მასპინძლებს ცა თავზე ექცეოდათ, თუმცა ყველაფერი ლამაზი ზღაპარივით დასრულდა. ანგარიში მე-5 წუთზე გაიხსნა. ადებაიორმა მოედნის ცენტრში მიიღო ბურთი და საას გაატანინა. 34-ე წუთზე მოდრიჩის პასის მერე ბეილი საჯარიმოში შეიჭრა და შჩესნის თამაშის წესი დაარღვევინა. ადებაიორმა პენალტი აუღელვებლად გაიტანა.

მე-40-ე წუთზე ვან პერსის აქტიურობის შემდეგ ბურთი არტეტას მიუვიდა, ვინც ის საჯარიმოში სანიას თავზე "დაასვა" - 1:2. 43-ეზე ვან პერსის წინააღმდეგ კაბულმა და პარკერმა ვერაფერი გააწყვეს. ჰოლანდიელმა მოჭრილი დარტყმით შეაგდო.

51-ე წუთზე "არსენალი" წინ გავიდა. სონგი-როსიცკი-სანია-როსიცკის კომბინაცია ნახევარ მოედანზე გაიჭიმა და ბრედ ფრიდელის კარში დასრულდა. 65-ე და 68-ე წუთებზე ტეო უოლკოტმა კონტრშეტევებზე ორი გოლი გაიტანა. შეხვედრის ბოლოს სკოტ პარკერი გააძევეს. ინგლისელს უბრალოდ არ გაუმართლა, როცა ბურთზე თამაშის ნაცვლად ფეხი ტომას ვერმალენს დაადგა.

გიგზი 900
უბრალოდ შეუძლებელია მსგავს მოვლენას გვერდი ავუაროთ. რაიან გიგზმა "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში მე-900 თამაში ჩაატარა და "ეშმაკებს" მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში "ნორვიჩთან" მოაგებინა.

სტუმართა პირველი გოლი მისმა "კბილა" პოლ სქოულზმა გაიტანა. მოკლედ, "იუნაიტედის" "ბებრები" ისევ ჩვეულ ფორმაში არიან.

ინგლისის. პრემიერლიგა. XXVI ტური
ჩელსი-ბოლტონი 3:0
ჩელსი (4-3-3): ჩეხი - ლუიში, გ. კეჰილი, ე. კოული, ივანოვიჩი - ესიენი, რამირესი (88. ობი მიკელი), ლემპარდი - მატა, დროგბა (76. ტორესი), სტარიჯი (81. კალუ)
ბოლტონი (4-2-3-1): ბოგდანი - უიტერი, რიმი, ს. რიკეტსი, სტეინსონი, - რეო-კოკერი, მუამბა - მიაიჩი, პრეტლი, შანლი (75. იგლზი) - ნგოგი (66. სორდელი)
გოლები: 1:0 ლუიში (48), 2:0 დროგბა (62), 3:0 ლემპარდი (79)
გაფრთხილება: პრეტლი
კუთხური: 14-7, ჯარიმა: 8-14, თამაშგარე: 4:1 კარში დარტყმა: 26-11(13-1), ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 42 055

ნიუკასლი-ვულვერჰემპტონი 2:2
ნიუკასლი (4-4-2): კრული - კოლოჩინი, უილიამსონი, სანტონი, სიმპსონი - რ. ტეილორი (66. გატრი), კაბაი, ტიოტე (80. ამეობი), ხონასი - ბა, სისე (65. ბენ არფა)
ვულვერჰემპტონი (4-5-1): ჰენესი - ბერა, სტირმენი, ზუბარი, ფოლი (90. მილიაში), უორდი, ჰენრი, ო’ჰარა (70. კაიტლი), ჯერვისი (85. ჰანტი), ედვარდსი - დოილი
გოლები: 1:0 სისე (6), 2:0 ხონასი (18), 2:1 ჯერვისი (50), 2:2 დოილი (67)
გაფრთხილება: ამეობი - ბერა
კუთხური: 3-3, ჯარიმა: 8-8, თამაშგარე: 4:2 კარში დარტყმა: 15-10(5-4), ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 52 387

ქუინზ პარკი-ფულჰემი 0:1
ქუინზ პარკი (4-1-4-1): კენი - ტაივო (72. ა. ტრაორე), ა. ფერდინანდი, ჰილი, ონუოჰა - დიაკიტე - ბარტონი, რაიტ-ფილიპსი (83. ბუჟაკი), ტაარაბტი, მაკი - ზამორა
ფულჰემი (4-4-2): შვარცერი - ჰანდელანდი, ჰიუზი, რიისე, ს. კელი - მერფი (74. ბეირდი), დემპსი, რუისი (78. დაფი), დემბელე - ჯონსონი (81. ეტუჰუ), პოგრებნიაკი
გოლი: 0:1 პოგრებნიაკი (7)
გაფრთხილება: დიაკიტე - პოგრებნიაკი, დემბელე, რიისე, ბეირდი
გაძევება: დიაკიტე (ქუინზ პარკი) 33
კუთხური: 6-5, ჯარიმა: 17-14, თამაშგარე: 2:4 კარში დარტყმა: 17-7(8-2), ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 18 360

ვესტ ბრომვიჩი-სანდერლენდი 4:0
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): ფოსტერი - ი. ოლსონი, მაკაული, რიჯუელი, რიდი - ენდრიუსი, მულუმბუ (77. შორი), მორისონი, ტომასი (64. დორანსი) - ოდემვინგე (81. ლონგი), ფორჩუნი
სანდერლენდი (4-5-1): მინიოლე - ო’ში, ტერნერი, ბერდსლი, მაკლინი - გარდნერი, ლ. კატერმოლი, კ. რიჩარდსონი (46. კემპბელი), კოლბეკი (46. ბენდტნერი), ლარსონი (59. ბრიჯი) - სესინიონი
გოლები: 1:0 ოდემვინგე (3), 2:0 მირისონი (41), 3:0 ოდემვინგე (49), 4:0 ენდრიუსი (90)
გაფრთხილება: დორანსი - ო‘ში
კუთხური: 7-0, ჯარიმა: 6-8, თამაშგარე: 3:1 კარში დარტყმა: 20-10(10-3), ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 26 484

უიგანი-ასტონ ვილა 0:0
უიგანი (3-5-2): ალ-ჰაბსი - კოლდუელი, ფიგეროა, აკლარასი - ბოისი, ბოსეჟური, მაკარტი (79. დიამე), მაკარტური, გომესი (65. როდალიეგა) - მოზესი (89. კრუსატი), დი სანტო
ასტონ ვილა (4-4-2): გივენი - კუელიარი, კოლინზი, უორნოკი, ჰატონი - ბენანი, გარდნერი (74. აირლენდი), ოლბრაიტონი (71. ჰესკი), აგბონლაჰორი - ბენტი (79. ნ’ზოგბია), კინი
გაფრთხილება: - ოლბრაიტონი, კოლინზი, აგბონლაჰორი, ჰატონი
კუთხური: 14-7, ჯარიმა: 9-10, თამაშგარე: 2:1 კარში დარტყმა: 18-10(2-3), ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 25 135

მანჩესტერ სიტი-ბლექბერნი 3:0
მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი - ლესკოტი, კომპანი, კოლაროვი, საბალეტა - ი. ტურე (86. მილნერი), დე იონგი - დ. სილვა, ა. ჯონსონი (71. დ. პისარო), აგუერო - ბალოტელი (79. ჯეკო)
ბლექბერნი (4-2-3-1): რობინსონი - ჰენლი, დანი, მ. ოლსონი, ორი - გამსტ-პედერსენი, პეტროვიჩი (70. ნ’ზონზი) - ფორმიკა (70. როჩინა), მ. ოლსონი, ჰოილეტი - აიგბენი
გოლები: 1:0 ბალოტელი (30), 2:0 აგუერო (53), 3:0 ჯეკო (81)
გაფრთხილება: - ჰენლი, ორი
კუთხური: 10-8, ჯარიმა: 8-10, თამაშგარე: 2:0 კარში დარტყმა: 28-5(9-1), ბურთის ფლობა: 78%-22%
მაყურებელი: 47 726

არსენალი-ტოტენჰემი 5:2
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - ვერმალენი, კოშელნი, გიბსი (75. ჯენკინსონი), სანია - სონგი, არტეტა - როსიცკი, ბენაიუნი (88. ჟერვინიო), უოლკოტი (82. ოქსლეიდ-ჩემბერლენი) - ვან პერსი
ტოტენჰემი (4-4-2): ფრიდელი - კინგი (82. დოუსონი), კაბული, ასუ-ეკოტო, უოლკერი - ბეილი, მოდრიჩი, პარკერი, კრანჩარი (46. ვან დერ ვაარტი) - საა (46. სანდრო), ადებაიორი
გოლები: 0:1 საა (4), 0:2 ადებაიორი (34) პენ, 1:2 სანია (40), 2:2 ვან პერსი (43), 3:2 როსიცკი (51), 4:2 უოლკოტი (65), 5:2 უოლკოტი (68)
გაფრთხილება: სანია, კოშელნი, არტეტა, ვან პერსი - პარკერი, მოდრიჩი, სანდრო
გაძევება: - პარკერი (87)
კუთხური: 7-5, ჯარიმა: 16-12, თამაშგარე: 0:2 კარში დარტყმა: 22-11(8-5), ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 60 355

ნორვიჩი-მანჩესტერ იუნაიტედი 1:2
ნორვიჩი (4-4-2): რადი - დრური, უიტბრედი, უორდი, ნაუტონი - ბ. ჯონსონი (63. ბენეტი), სარმანი, პიკლინგტონი (70. უილბრეჰემი), ფოქსი - ჰოლტი, ჯექსონი (46. ჰულაჰანი)
მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-2): დე ხეა - ევრა, ჯონსი, ფერდინანდი, ევანსი - გიგზი (90. სმოლინგი), კერიკი, ნანი, სქოულზი - ერნანდესი (63. იანგი), უელბეკი
გოლები: 0:1 სქოულზი (7), 1:1 ჰოლტი (83), 1:2 გიგზი (93)
გაფრთხილება: ბ. ჯონსონი - ევანსი
კუთხური: 4-4, ჯარიმა: 9-11, თამაშგარე: 0:1 კარში დარტყმა: 16-11(5-7), ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 27 033

სტოკ სიტი-სუონსი 2:0
სტოკ სიტი (4-4-2): ბეგოვიჩი - შოუკროსი, აპსონი, უილკინსონი, შოტონი (88. პალასიოსი) - უილანი, უილსონი, უაიტჰედი, ეზერინგტონი (68. ჯერომი) - უოლტერსი, კრაუჩი (87. დელაპი)
სუონსი (4-4-2): ტრემელი - უილიამსი, ნ. ტეილორი, კოლკერი - რანხელი, ბრიტონი, დაიერი (71. მური), ალენი, სიგურდსონი - სინკლერი (71. მაკეხრანი) გრემი
გოლები: 1:0 აპსონი (24), 2:0 კრაუჩი (39)
გაფრთხილება: შოუკროსი -
კუთხური: 10-8, ჯარიმა: 8-10, თამაშგარე: 2:0 კარში დარტყმა: 28-5(9-1), ბურთის ფლობა: 78%-22%
მაყურებელი: 28 383

სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. სიტი 26 20 3 3 67-19 63
2. იუნაიტედი 26 19 4 3 63-26 61
3. ტოტენჰემი 26 16 5 5 51-30 53
4. არსენალი 26 14 4 8 53-37 46
5. ჩელსი 26 13 7 6 47-31 46
6. ნიუკასლი 26 12 7 7 38-38 43
7. ლივერპული 25 10 9 6 29-23 39
8. ნორვიჩი 26 9 8 9 38-43 35
9. სანდერლენდი 26 9 6 11 34-30 33
10. ევერტონი 25 9 6 10 26-27 33
11. ფულჰემი 26 8 9 9 32-36 33
12. სტოკ სიტი 26 9 6 11 26-38 33
13. ვესტ ბრომვიჩი 26 9 5 12 33-35 32
14. სუონსი 26 7 9 10 28-34 30
15. ასტონ ვილა 26 6 11 9 29-34 29
16. ვულვზი 26 5 7 14 30-51 22
17. ქუინზ პარკი 26 5 6 15 27-45 21
18. ბლექბერნი 26 5 6 15 37-59 21
19. ბოლტონი 26 6 2 18 29-54 20
20. უიგანი 26 4 8 14 23-50 20

ბომბარდირები

23 - რობინ ვან პერსი (არსენალი), 17 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), 16-16 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), დემბა ბა (ნიუკასლი), 13 - იაკუბუ აიგბენი (ბლექბერნი), ედინ ჯეკო (მანჩესტერ სიტი)

მომდევნო ტური
3 მარტი: ლივერპული-არსენალი, ბლექბერნი-ასტონ ვილა, მანჩესტერ სიტი-ბოლტონი, ქუინზ პარკი-ევერტონი, სტოკ სიტი-ნორვიჩი, ვესტ ბრომვიჩი-ჩელსი, უიგანი-სუონსი
4 მარტი: ნიუკასლი-სანდერლენდი, ფულჰემი-ვულვერჰემპტონი, ტოტენჰემი-მანჩესტერ იუნაიტედი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული