ანდრე ვილაშ-ბოაში: იმედი მაქვს, ფრენკ ლემპარდი მომავალ სეზონშიც ლონდონის "ჩელსიში" დარჩება

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა იმედი გამოთქვა, რომ გუნდის კაპიტანი ფრენკ ლემპარდი მომავალ სეზონშიც კლუბში დარჩება.

თავად 33 წლის ნახევარმცველმა განაცხადა, რომ პორტუგალიელ მწვრთნელთან იდეალური ურთიერთობა არ აქვს.

"იმედი მაქვს ლემპარდი მომავალ სეზონშიც "ჩელსიში" იქნება. რა თქმა უნდა, ყველაფერი ჩემზე არ არის დამოკიდებული. მთავარია სამი ფაქტორი - ჩემი სურვილი, მოთამაშის სურვილი და კლუბის სურვილი დაემთხვეს", - აღნიშნა ვილაშ-ბოაშმა.

შეგახსენებთ, რომ გუნდის ახალი თავკაცის ხელში ლემპარდმა "ჩელსის" ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული