კაილ უოლკერი ინგლისის ნაკრებს მიღმა

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების შეკრებაზე არ გამოცხადდება "ტოტენჰემის" მარჯვენა მცველი კაილ უოლკერი. მართალია, მან "არსენალთან" შეხვედრაში ბოლომდე ითამაშა, მაგრამ შესაძლოა მცირე ტრავმა მიეღო.

დაზუსტებით ამის თქმა ჯერჯერობით შეიძლებელია და სამწუხაროდ განმარტებასაც არავინ აკეთებს. რამდენიმე დღის განმავლობაში სტიუარტ პირსმა უკვე მეოთხე ფეხბურთელი დაკარგა. უოლკერამდე ამავე მიზეზით დააკლდნენ მას ტომ კლევერლი, უეინ რუნი და დარენ ბენტიც. პირსს ნათ ნაცვლად შეკრებაზე ჯერ არავინ უხმია.

არსენალი ეძებს
"არსენალი"-"ტოტენჰემის" შეხვედრა ისტორიულად პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი დაპირისპირებაა. ამის გათვალისწინებით, მატჩის წინა დღეს კლუბებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს, სადაც ფანებს
მოუწოდეს, არ გასცდენოდნენ ჩარჩოებს და თავიანთი გუნდებისთვის ისე დაეჭირათ მხარი. თუმცა ამ მოწოდებამ შედეგი ვერ გამოიღო.

სტუმართა თავკაცს ჰარი რედნაპს "არსენალის" უცნობმა გულშემატკივარებმა შეურაცხყოფა მიაყენეს. ამასთან დაკავშირებით "მეთოფეთა" უსაფრთხოების სამსახურმა უკვე დაიწყო ჩანაწერების შესწავლა ამ ადამიანების ვინაობის დასადგენად, - იუწყება "ტელეგრაფი".

სხვა წყაროების მტკიცებით კი, მინიმუმ ერთი ადამიანის ფოტო უკვე არის კლუბის განკარგულებაში. თავად რედნაპი კი ამ ფაქტს მშვიდად შეხვდა. "ვიღაც იდიოტმა თითების მოძრაობით ჩემი მიმართულებით სროლის იმიტაცია გააკეთა. დანარჩენები მის გარშემო კულტურულად იქცეოდნენ. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა," - აცხადებს რედნაპი.

ნაკრების მეკარე ადგილზე რჩება
ჩემპიონშიპის მეორეადგილოსანმა "ვესტ ჰემმა" ინგლისის ნაკრების კარის დარაჯთან, 32 წლის რობერტ გრინთან ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკება წამოიწყო. ფეხბურთელს "ჩაქუჩებთან" გაფორმებული ხელშეკრულება 2013 წლის ივნისში ეწურება.

"ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ მოლაპარაკებები თანამშრომლობაზე ჯერ კიდევ მიდის. ლაპარაკი არ არის მხოლოდ გრინზე. თანამშრომლობის გახანგრძლივება ჩვენ რამდენიმე ფეხბურთელთან გვინდა", - აცხადებს "ვესტ ჰემის" სპორტული დირექტორი ბიგ სემი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული