რატომ ეზიზღება ვენგერს შოუკროსი?

AutoSharing Option

"არსენალის" თავკაცმა არსენ ვენგერმა "სტოკ სიტის" 22 მცველი რაიან შოუკროსი უხეშ ფეხბურთელად მოიხსენია, რაზეც შოუკროსი გაბრაზდა და თქვა, ეს ვენგერის მხრიდან პირადი შურისძიება იყოო. ამბავი მართლაც საინტერესოა რადგან ვენგერმა "სტოკის" ფეხბურთელი "ტოტენჰემთან" თამაშის გამო გააკრიტიკა. აბა, "არსენალი" და "სტოკი" 18 დეკემბრამდე არ ხვდებიან ერთმანეთს.
ვენგერმა შოუკროსთან ერთად მისი თანაგუნდელი რობერტ ჰუთიც მოიხსენია. ფრანგმა მწვრთნელმა თქვა, რომ ეს წყვილი მთელი შეხვედრის განმავლობაში ეუხეშებოდა... "სფურზის" ბრაზილიელ მეკარეს ეურელიო გომეშს. მართლაც თავისებური (თუმცა შეიძლება მართალი) ნათქვამია. ნეტავ, რატომ უნდა გადაწვდომოდა ვენგერი სხვათა თამაშს,

განა საკუთარში საანალიზო და საკომენტარო აღარაფერი ჰქონდა? საქმე ის გახლავთ, რომ შოუკროსი სწორედ ის მცველი გახლავთ, რომელმაც გასულ სეზონში არსენალელ აარონ რემსის საშინლად მოსტეხა ფეხი. მან სტოკის გაზეთ "სენტინელს" უთხრა:

"ხალხს ფეხბურთზე თავიანთი შეხედულებები აქვთ და ეს არ მადარდებს. აქ, სხვა რამ არის მნიშვნელოვანი: ვენგერმა ლაპარაკი დაიწყო იმ თამაშზე, რომელშიც მისი ფეხბურთელები არ მონაწილეობდნენ და მე და ჰუთს ისეთ რაღაცაში გაგვდო ბრალი, რაც მისი საქმე არ იყო. სხვათა შორის, მისი კომენტარების შემდეგ "ტოტენჰემთან" შეხვედრის ჩანაწერი საგანგებოდ ვნახე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ გომესს არც კი შევხებივარ. ეს იმთავითვე ვიცოდი, მაგრამ სანამ არ დავრწმუნდი თქმას მაინც მოვერიდე.
მაშ, რას მერჩოდა არსენ ვენგერი? აშკარაა, რომ ის პირადად ვერ მიტანს. "სტოკ" სიტისთან დაკავშირებით მას რაღაც პრობლემა აქვს და ეს ყოველ ჯერზე აშკარად ჩანს ხოლმე. საერთოდ კი კრიტიკა არ მადარდებს. ერთადერთი მაშინ ვბრაზდები, როდესაც ტყუილებს მაბრალებენ".

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული