საოცარი რამ მოიგონა ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა სტიუარტ პირსმა. მან თქვა ჩემს ბიჭებს მიზანი უნდა გავუსწოროო და... ცოლჩესტერ გერისონის სამხედრო ბაზაზე წაიყვანა. ამ ბაზაზე მეთექვსმეტე საზენიტო ბრიგადა წვრთნას ასრულებდა და ავღანეთში გასამგზავრებლად ემზადებოდა. პორტუგალიაში 1:0 გამარჯვების შემდეგ პირსის ბიჭებს ინგლისელი სამხედროებისთვის გზის დალოცვაც გამოუვიდათ და იარაღის სროლაში ანუ პირსის სიტყვებით რომ ვთქვათ მიზნის გასწორებაში ვარჯიშიც.
პირსმა, რომლის მეტსახელი ფეხბურთელობის დროიდან მოყოლებული სტილის დარღვევისთვის ბოდიში მოგვითხოვია და "ფსიხია" თქვა:
"ძალიან სასიამოვნო დღე გავატარეთ. ჩვენ სამხედროებს სულ ორიოდ საათით ვეწვიეთ, მათ
...და იცით, მიზანში სროლამ რა შედეგები მოიტანა? აღმოჩნდა, რომ ინგლისელ ახალგაზრდათა 39 კაციან დელეგაციაში დამიზნება მხოლოდ... მთავარ მწვრთნელს, გუნდის კოორდინატორსა და ერთადეთ ფეხბურთელს ეხერხება.