პრემიერლიგა. XXVI ტურის შეჯამება: იუბილის და განსჯის ტური

AutoSharing Option
პრემიერლიგის 26-ე ტური სრული არ გამოდგა, ერთი მატჩი გადაიდო, თან რა მატჩი! მერსისაიდული დერბი "ლივერპულსა" და "ევერტონს" შორის. თუმცა მიზეზიც საპატიო იყო, "ლივერპული" სულ სხვა ტიტულისთვის იბრძოდა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, როგორც იქნა, ხელში ჩაიგდო ქარლინგის თასი.

მართალია, მერსისაიდული დერბის გამოკლებით ტურს პეწი მოაკლდა, თუმცა სხვა შეხვედრებიც ერთობ საინტერესო იყო. განსაკუთრებით კი ჩრდილოლონდონური დაპირისპირება მუდმივ მოქიშპეებს, "არსენალსა" და "ტოტენჰემს" შორის. არსენ ვენგერის გუნდის გმირობაზე, რომელმაც 0:2 5:2-ად აქცია, უკვე ბევრს ვწერდით.

ნორვიჩში "მანჩესტერ იუნაიტედის" უბერებელმა ვარსკვლავმა რაიან გიგზმა თავისი მე-900
მატჩი (!) გუნდში გამარჯვების გოლით აღნიშნა. გაილაღეს "მანჩესტერ სიტიმ" და "ჩელსიმ", რაც პირველისთYვის თუკი ჩვეული ამბავია, "არისტოკრატებისთვის" სასიამოვნო სიახლეა...

ორი რამ, რაც ამ ტურში შევიტყვეთ
1. ტოტენჰემს სჭირდება ბეილი ფლანგზე:

ჰარი რედნაპს მიაჩნია, რომ გარეთ ბეილი, შარშანდელი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და ახლანდელის საუკეთესოობის კანდიდატი დავიდ სილვასთან ერთად, მეტოქე გუნდებს მეტ ზიანს მინდვრის შუაში თამაშით მიაყენებს. მაგრამ, მგონი, გამოცდილი სპეციალისტი ცდება. ბეილი-ფლეიმეიქერის შეკავება ისეთმა გუნდმაც კი შეძლო, როგორიც ლიგა 1-ის "სტივენიჯია". და ეს მაშინ, როცა ლენონი ტრავმის გამო ვერ თამაშობს. დროა, ბეილი საყვარელ ფლანგს დაუბრუნდეს.

ინგლისის ნაკრებში რედნაპის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ ის ტაქტიკურად მეტისმეტად სწორხაზოვანია. რედნაპი ამას ასე პასუხობს: გუნდს კარგი ტაქტიკა კი არა, არამედ კარგი ფეხბურთელები აგებინებენ. კი ბატონო! ოღონდ, საჭირო პოზიციაზე მოთამაშე კარგი ფეხბურთელები...

2. ლემპარდმა გიგზის მაგალითს უნდა მიბაძოს:

გოლი და კარგი თამაში, ასეთია ფრენკ ლემპარდის მიღწევა ამ ტურში. მაშ, ის მართალი ყოფილა გადამთიელ, ლამის მის ტოლ მწვრთნელთან? ნუ ჩავთვლით ასე - "ბოლტონთან" გოლის გატანა ამხელა დასკვნების გამოტანის საშუალებას არ იძლევა.

ვფიქრობთ, დროა, "ჩელსის" ვეტერანი ფეხბურთელები მიხვდნენ, რომ ასაკს თავისი მიაქვს და ყოველ მატჩში 90-90 წუთს ვეღარ ითამაშებენ. მათ (დროგბამაც გაიტანა) დაამტკიცეს, რომ ჯერ კიდევ გამოადგებიან ლონდონურ კლუბს. ამიტომ სჯობს, ლემპარდმა გიგზს მიბაძოს, დაკმაყოფილდეს უფრო პატარა "როლით" "ჩელსიში" და, ვინ იცის, იქნებ მასაც მოუწიოს მშობლიური კლუბის მაისურით მე-900 მატჩის გამართვა.

ტურის რჩეულნი
პრემიერლიგის ოფიციალური საიტის პარტნიორი კომპანია "EA სპორტსია", რომელიც ფეხბურთელთა ასპარეზობის ინდექსს ითვლის (რომელშიც ძალიან ბევრი სტატისტიკური ასპექტია გათვალისწინებული) და შესაბამისად, ტურის ნაკრებსაც ადგენს.

აი, 26-ე ტურის ნაკრებიც:
ბენ ფოსტერი (ვესტ ბრომვიჩი) - ბაკარი სანია (არსენალი), დავიდ ლუიზი (ჩელსი), მეთიუ აპსონი (სტოკი), ალექსანდერ კოლაროვი (სიტი) - ტეო უოლკოტი (არსენალი), ფრენკ ლემპარდი (ჩელსი), ჯეიმს მორისონი (ვესტ ბრომვიჩი), კიტ ენდრიუზი (ვესტ ბრომვიჩი) - პეტერ ოდემვინგე (ვესტ ბრომვიჩი), პიტერ კრაუჩი (სტოკი).

სეზონის 5 საუკეთესო ფეხბურთელი "EA სპორტსის" მიხედვით
1. რობინ ვან პერსი (არსენალი) - 579 ქულა
2. უეინ რუნი (მანჩესტერ იუნ) - 554
3. ემანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი) - 534
4. დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი) - 514
5. გარეთ ბეილი (ტოტენჰემი) - 478

ზოგადი სტატისტიკა დღეისათვის
259 მატჩი
195 მოგება
64 დრო
133 მშრალად შენახული კარი
740 გოლი
3 784 ზუსტი დარტყმა კარში
2 924 აცილება
517 ფეხბურთელი
67 ეროვნების
14 ჰეთ თრიკი
824 ყვითელი ბარათი
47 წითელი ბარათი
8 919 259 ფანი სტადიონებზე

ტურის გმირი
რაიან გიგზი (მანჩესტერ იუნაიტედი)
38 წლის გიგზმა "მანჩესტერს" სტუმრად "ნორვიჩთან" 92-ე წუთზე მოაგებინა.

ტურის მწვრთნელი
არსენ ვენგერი (არსენალი)

ჩრდილოლონდონურ დერბში მე-40 წუთამდე "არსენალი" 0:2-ს აგებდა, მაგრამ შემდეგ 5 უპასუხო გოლი გაიტანა "ტოტენჰემის" კარში.

ჩელსი-ბოლტონი 3:0
საუკეთესო: ხუან მატა (ჩელსი)

ნიუკასლი-ვულვერჰემპტონი 2:2
საუკეთესო: დემბა ბა (ნიუკასლი)

ქუინზ პარკი-ფულჰემი 0:1
საუკეთესო: პაველ პოგრებნიაკი (ფულჰემი)

ვესტ ბრომვიჩი-სანდერლენდი 4:0
საუკეთესო: კიტ ენდრიუზი (ვესტ ბრომვიჩი)

უიგანი-ასტონ ვილა 0:0
საუკეთესო: დარენ ბენტი (ასტონ ვილა)

მანჩესტერ სიტი-ბლექბერნი 3:0
საუკეთესო: დავიდ სილვა (სიტი)

არსენალი-ტოტენჰემი 5:2
საუკეთესო: რობინ ვან პერსი (არსენალი)

ნორვიჩი-მანჩესტერ იუნაიტედი 1:2
საუკეთესო: პოლ სქოულზი (იუნაიტედი)

სტოკ სიტი-სუონსი 2:0
საუკეთესო: მეთიუ აპსონი (სტოკი)

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. სიტი 26 20 3 3 67-19 63
2. იუნაიტედი 26 19 4 3 63-26 61
3. ტოტენჰემი 26 16 5 5 51-30 53
4. არსენალი 26 14 4 8 53-37 46
5. ჩელსი 26 13 7 6 47-31 46
6. ნიუკასლი 26 12 7 7 38-38 43
7. ლივერპული 25 10 9 6 29-23 39
8. ნორვიჩი 26 9 8 9 38-43 35
9. სანდერლენდი 26 9 6 11 34-30 33
10. ევერტონი 25 9 6 10 26-27 33
11. ფულჰემი 26 8 9 9 32-36 33
12. სტოკ სიტი 26 9 6 11 26-38 33
13. ვესტ ბრომვიჩი 26 9 5 12 33-35 32
14. სუონსი 26 7 9 10 28-34 30
15. ასტონ ვილა 26 6 11 9 29-34 29
16. ვულვზი 26 5 7 14 30-51 22
17. ქუინზ პარკი 26 5 6 15 27-45 21
18. ბლექბერნი 26 5 6 15 37-59 21
19. ბოლტონი 26 6 2 18 29-54 20
20. უიგანი 26 4 8 14 23-50 20

ბომბარდირები: 23 - რობინ ვან პერსი (არსენალი), 17 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), 16-16 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), დემბა ბა (ნიუკასლი), 13 - იაკუბუ აიგბენი (ბლექბერნი), ედინ ჯეკო (მანჩესტერ სიტი); 11 - ემანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი).
ასისტენტები: 13 - დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი); 9 - ნანი (მანჩესტერ იუნაიტედი), ემანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი); 8 - რაიან გიგზი (მანჩესტერ იუნაიტედი), ანტონიო ვალენსია (მანჩესტერ იუნაიტედი), ხუან მატა (ჩელსი).

მომდევნო ტური:

3 მარტი: ლივერპული-არსენალი, ბლექბერნი-ასტონ ვილა, მანჩესტერ სიტი-ბოლტონი, ქუინზ პარკი-ევერტონი, სტოკ სიტი-ნორვიჩი, ვესტ ბრომვიჩი-ჩელსი, უიგანი-სუონსი

4 მარტი: ნიუკასლი-სანდერლენდი, ფულჰემი-ვულვერჰემპტონი, ტოტენჰემი-მანჩესტერ იუნაიტედი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული