რამდენად სერიოზულია თეოს ტრავმა?

AutoSharing Option
შაბათს ლონდონის "არსენალს" ინგლისის პრემიერლიგაში საშინაო მატჩი ელის და "ბოლტონთან" ამ შეხვედრის წინ "მეთოფეებმა" ტრავმის გამო კიდევ ერთი ფეხბურთელი დაკარგეს.

მოგეხსენებათ, 28 აგვისტოს, "ბლექბერნთან" შეხვედრაში რობინ ვან პერსიმ კოჭი დაიზიანა და ექიმების თქმით, ჰოლანდიელი მწყობრში 5 კვირაში თუ ჩადგება.

შვეიცარიის ნაკრებთან მოგებული გასვლითი მატჩი კი უიღბლო თეო უოლკოტისთვის გამოდგა. მართალია, ინგლისის ნაკრებისა და "არსენალის" ახალგაზრდა გარემარბმა უეინ რუნისთვის საგოლე გადაცემის გაკეთება მოასწრო, მაგრამ სწორედ ამ ეპიზოდში მიიღო ტერფის ტრავმა და შესაცვლელი გახდა.

თეო ადგილობრივ ჰოსპიტალში უმალ წაიყვანეს და ჯერჯერობით უცნობია,
რა სიმძიმის ტრავმა მიიღო უოლკოტმა, ხოლო ინგლისელთა დამრიგებელმა ფაბიო კაპელომ ამის შესახებ ბუნდოვანი, მაგრამ თითქოსდა დამაიმედებელი კომენტარი გააკეთა: "ეს მცირე პრობლემაა".

თუმცა, "მეთოფეთა" ლაზარეთიდან პოზიტიური ხასიათის ცნობებიც მოდის – პრემიერლიგის პირველ ტურში, "ლივერპულთან" შეხვედრაში სამირ ნასრი დაშავდა და ფრანგ შუახაზელს ოპერაციაც დაჭირდა, რომელიც, მედიკოსთა თქმით, ნასრის ფეხბურთში ერთთვიანი დასვენების შემდეგ დააბრუნებდა, მაგრამ ახლა ირკვევა, რომ ფეხბურთელი სრული დატვირთვით წვრთნას რამდენიმე დღეში განაახლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული