როგორც ღობეში გაჩხერილი ღორი

AutoSharing Option
"ჩელსის" იტალიელი მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი თავის ავტობიოგრაფიაში უამრავ საინტერესო და კომიკურ ეპიზოდს აღწერს, მაგრამ ის, რაც მან საზოგადოებას "არისტოკრატთა" რუსი ნახევარმცველის იური ჟირკოვის შესახებ უამბო, კომიზმის ნამდვილი მარგალიტია.

"ჩელსიში" თურმე ასეთი რიტუალი ყოფილა – გუნდის ახალბედა ვალდებულია, ყველა თანაგუნდელის თანდასწრებითა და კარაოკეს აკომპანემენტით რომელიმე პოპულარული სიმღერა შეასრულოს. მხოლოდ ამის შემდეგ ჩათვლიან მას "ჩელსის" ნამდვილ წევრად.

ახლა კი სიტყვა ანჩელოტის დავუთმოთ:

"როგორც ნახევარმცველი, ჟირკოვი მრავალმხრივი ნიჭითაა დაჯილდოებული. ერთადერთი, მას სიმღერა არ ეხერხება. რათა ამ გუნდს შეუერთდე, კონტრაქტზე ხელის მოწერა საკმარისი
არავის ეგონოს. კიდევ ერთი, უფრო რთული გამოცდის ჩაბარებაა საჭირო, თანაც მისი ჩაბარებისას გარეშე დახმარებისა თუ თანაგრძნობის იმედი არ უნდა გქონდეს. მოთამაშემ წმინდა რიტუალი უნდა გაიაროს – კარაოკეს თანხლებით იმღეროს. ჟირკოვმა ეს პროცედურა ლოს ანჯელესში, ჩვენი ჩრდილოამერიკული ტურნეს მსვლელობისას გაიარა. იმ ეპიზოდის მერე რამდენიმე დღის განმავლობაში იურის ბევრი დაცინვის ატანა მოუხდა.

ჟირკოვი სკამზე ავიდა და სიმღერა დაიწყო. ამაზე საშინელი ცხოვრებაში არაფერი მომისმენია. ეს იყო კატასტროფა – ჟირკოვმა ერთი ნოტიც ვერ იმღერა სწორად. ზოგიერთ ფეხბურთელს საკვები გადაცდა, ის კი სკამზე იდგა და ისე ბღაოდა, როგორც მდინარეში ჩავარდნილი კატა, როგორც ღობეში გაჩხერილი ღორი. ეს ორ წუთს გაგრძელდა. ფეხბურთელებმა ჟირკოვი არ დაინდეს და ეს კაკოფონია არ გააჩერეს. პეტრ ჩეჰმა თავისი დამცავი შლემის ძებნა დავიწყო – ეგებ სმენის დაკარგვისგან მიხსნასო...

იმ ფსიქოლოგიური ტრავმის მერე ჟირკოვი დღემდე ვერ ახერხებს აზრზე მოსვლას..."
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული