გიგზის დილემა: იუნაიტედი ან უელსი

AutoSharing Option
ერიკ ჰარისონი "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდული გუნდის ყოფილი მწვრთნელი გახლავთ, რომელმაც თავის ოდინდელ შეგირდ რაიან გიგზს შეუთვალა, როგორც კი უელსის ნაკრების მწვრთნელობას დათანხმდები, "იუნაიტედის" ფეხბურთელობასთან დამშვიდობება მოგიწევსო. შეგახსენებთ, რომ გასულ პარასკევს უელსმა ჩერნოგორიაში წააგო და გულგატეხილმა მწვრთნელმა ჯონ ტოშაკმა თანამდებობიდან წასვლა გადაწყვიტა. ამის შემდეგ უელსელებმა ტოშაკის შემცვლელის ძიება დაიწყეს და უპირველეს ყოვლისა გიგზს მიადგნენ.

დაახლოებით ასეთი რამ გააკეთა თავის დროზე მარკ ჰიუზმაც. "ფულჰემის" დღევანდელი თავკაცი მაშინ "ბლექბერნში" ამთავრებდა მოთამაშის კარიერას. მან ჰარისონი თავის ერთ-ერთ უპირველეს მრჩევლად და მარჯვენა ხელად იგულა.
დღეს,
როდესაც საქმე გიგზზე მიდგა, 72 წლის პედაგოგი, რომელმაც "92 წლის გამოშვებად" ცნობილი ფეხბურთელების ჯგუფი (დევიდ ბექჰემი, გიგზი, გარი ნევილი, პოლ სქოულზი და სხვა) აღზარდა, ამბობს, რომ ერთდროულად ნაკრების თავკაცობა და ფეხბურთის თამაში გამორიცხულია.

"ეს არ არის ადგილი სადაც შეიძლება კარგად მოკალათდე. ნაკრების ხელმძღვანელობა შეთავსებით გამორიცხულია. ადამიანი, რომელიც ამ თანამდებობას იბარებს ავტომატურად შუბის წვერზე ექცევა. ვფიქრობ, "მანჩესტერ იუნაიტედში" ფეხბურთის თამაში და იმავდროულად უელსის ნაკრების გაძღოლა გამორიცხულია, - თქვა ჰარისონმა, - მარკთან ერთად რომ ვმუშაობდი მთელს უელსში დავდიოდით და თითოეულ ფეხბურთელს, ყმაწვილსა თუ ზრდასრულს სათითაოდ ვსწავლობდით და ვაკვირდებოდით. ასე რომ, თუ რაიანს თანამდებობას სერიოზულად შესთავაზებენ, მას დიდი არჩევანის გაკეთება მოუწევს".


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული