...თურმე, რატომ დანიშნეს ტევესი კაპიტნად

AutoSharing Option
უცნაური რამ თქვა "მანჩესტერ სიტის" მცველმა კოლო ტურემ - რობერტო მანჩინიმ კარლოს ტევესი კაპიტნად იმიტომ დანიშნა, რომ თანაგუნდელებთან ურთიერთობაში დაეხმაროსო. მოგეხსენებათ, იტალიელმა მწვრთნელმა გასულ ზაფხულს სამკლავური სწორედ ტურეს ჩამოართვა და ტევესს გაუკეთა. ამასთან, შეგახსენებთ, რომ ტევესმა მანჩინის სამწვრთნელო მეთოდები გაუკრიტიკა.

"გასულ სეზონში, მას მერე, რაც "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელის თანამდებობაზე მანჩინიმ მარკ ჰიუზი შეცვალა, მე კაპიტნად დავრჩი და სეზონის ბოლომდე ყველაფერი კარგადაც მიდიოდა, მაგრამ ზაფხულის მიწურულს მანჩინი ჩემთან მოვიდა და გამომიცხადა, რომ რთული გადაწყვეტილების წინაშე დგას. კერძოდ, მან მითხრა, რომ კაპიტნად
ჩემს მაგივრად კარლოს ტევესის დანიშვნა სურს და ამას მხოლოდ და მხოლოდ არგენტინელის გუნდის ცხოვრებაში მეტად ჩასართავად აკეთებს.

მან "ნაპოლისა" და დიეგო მარადონას მაგალითიც კი მომიტანა. მას მერე რაც კაპიტნად დანიშნეს მარადონამ მოედანზე საოცრებების კეთება დაიწყოო. მე ვუპასუხე, რომ კაპიტნობას სულაც არ ვებღაუჭები და სამკლავურის ტევესისთვის გადაბარებას დავთანხმდი. მე და ჩემი კაპიტნობა გუნდის ინტერესებზე მაღლა არ დგას და რაკიღა მწვრთნელი გადაწყვეტილებას სწორედ "სიტის" ინტერესებიდან გამომდინარე იღებდა, რა უფლება მქონდა რაიმე საწინააღმდეგო მეთქვა?!"

პრემიერლიგის მეოთხე ტურში მეცხრე ადგილზე მყოფი "მანჩესტერ სიტი" "ბლექბერნს" ეთამაშება. ამ შეხვედრაში მანჩინის უკვე შეუძლია ათამაშოს გერმანელი მცველი ჯერომ ბოატენგი. შეგახსენებთ, რომ ბოატენგს მუხლი ჰქონდა დაზიანებული - გერმანიისა და დანიის ნაკრებთა ამხანაგურ შეხვედრაში ნატკენი ფეხი თვითმფრინავში სასმელების ჩამოსატარებელ მოძრავ დახლს მიარტყა. ორმოცდაათი ორმოცდაათზეა მარიო ბალოტელის თამაშის ამბავი.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული