ალექს ფერგიუსონი ედენ აზარის დასაკვირვებლად "ლიონი"-"ლილის" მატჩს დაესწრო

AutoSharing Option
საფრანგეთის პირველი ლიგის მატჩს "ლიონსა" და "ლილს" შორის "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი დაესწრო. შოტლანდიელი "ჟერლანის" სტადიონზე ფრანგულმა ტელევიზიებმა შენიშნეს.

ფრანგული პრესის მონაცემებით, ფერგიუსონს სურდა "ლილის" 21 წლის ნახევარმცველის ედენ აზარის თამაში პირადად ენახა. ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ერთდროულად რამდენიმე ტოპკლუბი იჩენს.
შეხვედრა "ლილის" გამარჯვებით 2:1 დასრულდა, ბელგიელ ფლეიმეიქერს კი განსაკუთრებული არაფერი მოუმოქმედებია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული