ტურის უმთავრესი მოვლენა კვირას სუონსის "ლიბერთი სტედიუმზე" მოხდა. მიუხედავად გარკვეული სათამაშო უპირატესობისა, "მანჩესტერ სიტიმ" მიმდინარე სეზონში მეოთხე მატჩი წააგო.
რობერტო მანჩინიმ რატომღაც ფრთხილი ტაქტიკა აირჩია, როცა მარიო ბალოტელი უელსელთა საიმედოდ მოთამაშე დაცვას პირისპირ შეატოვა. მართალია, შეცდომა მან პირველივე ტაიმში გამოასწორა და თამაშში გარეთ ბერის ნაცვლად სერხიო აგუერო ჩართო, რამაც შედეგი ვერ გამოიღო. არგენტინელი თამაშის ბოლომდე აქტიური იყო, თუმცა მიხელ ვორმის კარამდე მისასვლელი გზები ვერც მან მონახა.
"სუონსის" ანგარიშის გახსნა დებიუტშივე შეეძლო, თუმცა სინკლერმა რუტლეჯის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ცუდად
"იუნაიტედმა" კი მისაღები მიიღო. ჯერ კიდევ იონას ოლსონის გაძევებამდე ალექს ფერგიუსონის ბიჭები სერიოზულ უპირატესობას ფლობდნენ, გიგანტი შვედი ცენტრალური მცველის გამოკლების შემდეგ კი "ვესტ ბრომვიჩი" "ოცნებათა თეატრიდან" ქულის წამღები რომ არ იყო, ცხადი გახდა.
"ეშმაკები" უეინ რუნის დუბლის წყალობით ცხრილის პირველ საფეხურს დაუბრუნდნენ.
ზედიზედ მესამედ
"დეზებმა” ჩემპიონატში მიყოლებით მესამე თამაში წააგეს და თუკი 12 მარტს ღამე "არსენალმა” "ნიუკასლს” აჯობა, სხვაობა ჩრდილოლონდონურ კლუბებს შორის კინკილა ქულაღა დარჩება.
ასე რომ, ჩემპიონობისთვის მებრძოლი მანჩესტერელების გარდა, პრემიერლიგის ინტრიგაზე დედაქალაქელებიც ზრუნავენ.
პრინციპში, "გუდისონ პარკის” მკვიდრთ მოგების გარდა სხვა გზა არც ჰქონდათ, რადგან დევიდ მოიესს "ევერტონში” მუშაობის 10 წელიწადი შეუსრულდა. ასეთ თარიღს კიდევ ღირსეული აღნიშვნა სჭირდებოდა. ლივერპულელებმა თამაშის წინ ცოტა თვალებში გამოიხედეს, რაკი ტრავმირებული ლეონ ოსმანი და სიმუს კოულმენი სასტარტოში გამოჩნდნენ. მასპინძლებს კლუბის უკანასკნელმა შენაძენმა მოაგებინა - ნიკიცა იელავიჩმა პრემიერლიგაში პირველი გოლი გაიტანა.
სტუმართა რიგებში სათადარიგოთა შორის დარჩა ლუის საა, რომელიც "დეზებმა” იანვარში სწორედ "ევერტონიდან” წაიყვანეს. წინა ხაზში მის ნაცვლად ჯერმეინ დეფო დადგა.
თამაში მეტ-ნაკლებად მშვიდ რიტმში დაიწყო, თუმცა სახიფათო მომენტები ორივე კართან იქმნებოდა. ასე რომ, გოლი მოულოდნელად გავიდაო, ვერ ვიტყვით. ოსმანმა ბურთი მოედნის სიღრმიდან მიიღო, კაბული იოლად ჩამოიშორა და იელავიჩს დაუგორა. ხორვატმა ფრიდელს ერთი შეხებით დაურტყა - 1:0.
"ტოტენჰემმა” მალე მოახერხა ტერიტორიული უპირატესობის ხელში ჩაგდება, თუმცა თავდადებით მოთამაშე მასპინძელს სახიფათო მომენტების მეტს ვერაფერს გამორჩა.
ლივერპულიც მესამედ
საოცარია, მაგრამ ფაქტია: "ლივერპულმა” ლიგის თასის მოგების შემდეგ თამაშს უკლო. "ტოტენჰემისა” არ იყოს, მერსისაიდელებმაც ზედიზედ მესამედ წააგეს.
მარტინ ონილმა საკადრო პრობლემები იოლად გადაწყვიტა და სასტარტოში დისკვალიფიცირებული კატერმოლისა და სესინიონის მაგივრად კოლბეკი და კემპბელი დააყენა. მისი მეტოქე კენი დალგლიში კი, როგორ ჩანს, ტრავმირებულებზე მეტად გუნდის ფსიქოლოგიური მდგომარეობით უნდა იყოს შეშფოთებული. მერსისაიდელებს თვენახევარია პრემიერლიგაში არ მოუგიათ. ამ დროს "მეფე კენის” ოპტიმიზმი, ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა ჯერ კიდევ შეგვიძლიაო, უკვე ძნელი დასაჯერებელი ხდება. "არსენალს” სერიოზული ჰანდიკაპი აქვს - 10-ქულიანი უპირატესობა და "ნიუკასლთან” დღევანდელი შეხვედრა.
გოლი პეპე რეინას კარში ასე გავიდა: კემპბელმა საჯარიმოს გარედან დაარტყა, მეკარის ნახტომი ცოტა დაგვიანებული აღმოჩნდა, თუმცა ბურთი ჯერ ძელს მოხვდა, მერე ესპანელს თავში და ნიკლას ბენდტნერს მიუვიდა, ვინც 3 მეტრიდან იოლი ბურთი გაიტანა. დალგლიშს არც იმან უშველა, რომ მეორე ტაიმში ჯერარდი, კეროლი და დაუნინგი ჩართო თამაშში.
"წითლები” მეტოქის კარის მიმართულებით დარტყმასაც კი იშვიათად ახერხებდნენ, რომ აღარაფერი ვთქვათ მინიოლეს რეალურად შეწუხებაზე. მოგების შემდეგ "სანდერლენდსა” და "ლივერპულს” შორის სხვაობა უკვე ორ ქულამდე შემცირდა. მერე რა, რომ ევროტურნირების საგზური უკვე განაღდებული აქვს? "ლივერპულს” სასწრაფოდ გამოფხიზლება მართებს...
ისევ დროგბა
გადაჭარბება არ იქნება, თუკი ვიტყვით, რომ "ჩელსიმ” კარგად ითამაშა. საწინააღმდეგო არგუმენტად არც ის გამოდგება, რომ "ლურჯებს” საათზე მეტი ხნის განმავლობაში რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდათ, რომელიც მათ დამსახურებულად მოიპოვეს.
ანდრე მარინერი ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი არბიტრია მთელ კუნძულზე. წელს მას პრემიერლიგის 16 შეხვედრაში 6 ფეხბურთელი ჰყავს გაძევებული. რიკარდო ფულერი მათ შორის მესამეა ბოლო 5 თამაშში (!). ჩვენს შემთხვევაშიც მსაჯმა გადაწყვეტილება წამიერად მიიღო. ფულერს ივანოვიჩთან ბურთისთვის ბრძოლა არც უფიქრია, როცა წინასწარი განზრახვით მუცელში ჩაარტყა ფეხი.
"ჩელსი” ჯერ კიდევ 11 მეტოქეს ებრძოდა, როცა მომენტს მომენტზე ქმნიდა, მაგრამ დამაჯერებლად გამოიყურებოდა ასმირ ბეგოვიჩი, ვინც თავისი გუნდი 8-ჯერ იხსნა გოლისგან.
გოლი 68-ე წუთზე გავიდა. ხუამ მატამ დიდიე დროგბას დიდებული პასი გაუკეთა, რის შემდეგაც "სტოკის” 3 მცველი დარჩა პირღია. ივუარელი მეკარესთან პირისპირ დარჩა, იოლად მოატყუა და ცარიელ კარში შეაგორა. მიმდინარე სეზონში ესპანელის ანგარიშზე უკვე მე-10 შედეგიანი გადაცემაა. სტუმრებს არც ფულერის გაგდებამდე და არც მას მერე შეტევაში არაფერი გამოსვლიათ. პეტრ ჩეხი მათ ერთხელაც არ შეუწუხებიათ.
ინგლისი. პრემიერლიგა. XXVIII ტური
ბოლტონი-ქუინზ პარკი 2:1
ბოლტონი (4-3-3): ბოგდანი - სტეინსონი, რიკეტსი, უიტერი, რიმი - მ. დევისი, რეო-კოკერი, პრეტლი (80. კლასნიჩი) - მ. პეტროვი (71. იგლზი), მიაიჩი, ნგოგი (89. მუამბა)
ქუინზ პარკი (4-4-2): კენი - ჰილი, ტრაორე (80. ტაივო), ა. ფერდინანდი, ონუოჰა - დიაკიტე, დერი (80. ბუჟაკი), ბარტონი, რაიტ-ფილიპსი (80. მაკი) - სისე, ზამორა
გოლები: 1:0 პრეტლი (37), 1:1 სისე (48), 2:1 კლასნიჩი (86)
გაფრთხილება: პრეტლი, უიტერი - ონუოჰა, დიაკიტე
კარში დარტყმა: 12-20(3-4), ჯარიმა: 15-14, კუთხური: 10-6, თამაშგარე: 1:0 ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 28 723
ასტონ ვილა-ფულჰემი 1:0
ასტონ ვილა (4-4-1-1): გივენი - კოლინზი, კუელიარი, უორნოკი, ჰატონი - ს. პეტროვი (90. გარდნერი), ჰერდი (82. ბენანი), ნ’ზოგბია (72. ვაიმანი), ოლბრაიტონი - აირლენდი - აგბონლაჰორი
ფულჰემი (4-4-2): შვარცერი - ჰანგელანდი, სენდეროსი, რიისე, ს. კელი - მერფი (46. მ. დიარა), დემპსი, დაფი, დემბელე - პოგრებნიაკი, ე. ჯონსონი (67. რუისი)
გოლი: 1:0 ვაიმანი (90)
გაფრთხილება: პეტროვი, ჰერდი -
კარში დარტყმა: 16-7(6-1), ჯარიმა: 9-11, კუთხური: 10-4, თამაშგარე: 2:3 ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 32 372
ჩელსი-სტოკ სიტი 1:0
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ტერი, გ. კეჰილი, კოული, ივანოვიჩი (46. ლუიში) - ობი მიკელი (68. სტარიჯი), მეირელეში (37. მატა) - რამირესი, ლემპარდი, კალუ - დროგბა
სტოკ სიტი (4-4-2): ბეგოვიჩი - ჰუთი, შოუკროსი, უილკინსონი, უილსონი (51. აპსონი) - შოტონი, ფულერი, დიაო (52. პალასიოსი), უაიტჰედი - უოლტერსი, ჯონსი (60. ჯერომი)
გოლი: 1:0 დროგბა (69)
გაფრთხილება: ობი მიკელი - დიაო, უილსონი
გაძევება: - ფულერი (25)
კარში დარტყმა: 23-8(8-0), ჯარიმა: 12-15, კუთხური: 14-1, თამაშგარე: 2:0 ბურთის ფლობა: 72%-28%
მაყურებელი: 40 055
სანდერლენდი-ლივერპული 1:0
სანდერლენდი (4-4-2): მინიოლე - ტერნერი, ო’ში, ბრიჯი, ბერდსლი, კოლბეკი, გარდნერი, მაკლინი, ლარსონი, კემპბელი (75. ვონი), ბენდტნერი (84. უიკჰემი)
ლივერპული (4-2-3-1): რეინა - კოატესი, შკრტელი, ენრიკე, მ. კელი - ადამი (69. ჯერარდი), სპირინგი -ჰენდერსონი (79. დაუნინგი), ბელამი (69. კეროლი), კუიტი - სუარესი
გოლები: 1:0 ბენდტნერი (56)
გაფრთხილება: მაკლინი - შკრტელი
კარში დარტყმა: 7-10(2-3), ჯარიმა: 13-16, კუთხური: 3-2, თამაშგარე: 1:0 ბურთის ფლობა: 38%-62%
მაყურებელი: 41 661
ვულვერჰემპტონი-ბლექბერნი 0:2
ვულვერჰემპტონი (4-5-1): ჰენესი - ბასონგი, სტირმენი, ზუბარი, უორდი - ედვარდსი (60. კაიტლი), დევისი (74. მილიაში), ო’ჰარა, ჯერვისი, დოილი (81. ებანს-ბლეიკი) - ს. ფლეტჩერი
ბლექბერნი (4-4-1-1): რობინსონი - ჰენლი, ს. დანი, ოლსონი, ლოუი - პედერსენი (75. დ. დანი), ფორმიკა, ნ’ზონზი, ოლსონი - ჰოილეტი - აიგბენი
გოლები: 0:1 ჰოილეტი (44), 0:2 ჰოილეტი (69)
გაფრთხილება: ფლეტჩერი - პედერსენი, ჰენლი
კარში დარტყმა: 14-14(3-5), ჯარიმა: 10-10, კუთხური: 3-4, თამაშგარე: 3:3 ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 26 121
ევერტონი-ტოტენჰემი 1:0
ევერტონი (4-4-2): ჰოვარდი - დისტენი, ჰეიტინგა, ბეინსი, კოულმენი (82. იაგიელკა), ნევილი, ოსმანი, ფელაინი, დრენტე (65. როდუელი), ტ, კეჰილი, იელავიჩი (78. სტრაკუალურსი)
ტოტენჰემი (4-4-2): ფრიდელი - კინგი, კაბული, ასუ-ეკოტო, უოლკერი, სანდრო (69. ვან დერ ვაარტი), პარკერი (86. ჯ. ლივერმორი), ბეილი, მოდრიჩი, ადებაიორი (55. საა), დეფო
გოლები: 1:0 იელავიჩი (22)
გაფრთხილება: ჰეიტინგა, ჰოვარდი - ასუ-ეკოტო, დეფო
კარში დარტყმა: 9-24(5-5), ჯარიმა: 13-11, კუთხური: 0-8, თამაშგარე: 3:2 ბურთის ფლობა: 38%-62%
მაყურებელი: 34 992
მანჩესტერ იუნაიტედი-ვესტ ბრომვიჩი 2:0
მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-2): დე ხეა - ევანსი, რ. ფერდინანდი, ევრა, ჯონსი - კერიკი, სქოულზი (73. პოგბა), იანგი, უელბეკი (77. კლევერლი) - რუნი, ერნანდესი
ვესტ ბრომვიჩი (4-5-1): ფოსტერი - ოლსონი, მაკაული, რიჯუელი, ტამაში - მულუმბუ, მორისონი, ენდრიუსი (72. შარნერი), ბრანტი (72. შორი), ოდემვინგე - ფორჩუნი (77. ლონგი)
გოლები: 1:0 რუნი (35), 2:0 რუნი (71) პენ
გაფრთხილება: - ოლსონი
გაძევება: - ოლსონი (66)
კარში დარტყმა: 19-7(10-3), ჯარიმა: 6-11, კუთხური: 8-5, თამაშგარე: 4:1 ბურთის ფლობა: 66%-34%
მაყურებელი: 75 598
სუონსი-მანჩესტერ სიტი 1:0
სუონსი (4-2-3-1): ვორმი - უილიამსი, ნ. ტეილორი, კოლკერი, რანხელი - ალენი, ბრიტონი - სიგურდსონი, რუტლეჯი (88. მონკი), სინკლერი - გრემი (79. მური)
მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი - სავიჩი, კ. ტურე, კლიში, რიჩარდსი - ბერი (37. აგუერო), დე იონგი (85. ა. ჯონსონი) - სილვა (87. ჯეკო), ნასრი, ი. ტურე - ბალოტელი
გოლი: 1:0 მური (83)
მე-7 წუთზე სინკლერმა ვერ გაიტანა პენალტი
გაფრთხილება: - დე იონგი, ბალოტელი
კარში დარტყმა: 6-12(4-8), ჯარიმა: 9-13, კუთხური: 7-9, თამაშგარე: 2:1 ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 20 510
ნორვიჩი-უიგანი 1:1
ნორვიჩი (4-3-3): რადი - უიტბრედი, უორდი, დრური, ნაუტონი - ფოქსი, სარმანი (69. პიკლინგტონი), კროფტსი (68. ბენეტი) - ჰულაჰანი, ჯექსონი, ჰოლტი (59. მორისონი)
უიგანი (3-5-2): ალ-ჰაბსი - ალკარასი, კოლდუელი, ფიგეროა - ბოისი, მაკარტი (85. დიამე), მაკარტური, გომესი (56. მელონი), ბოსეჟური - მოზესი, როდალიეგა
გოლები: 1:0 ჰულაჰანი (10), 1:1 მოზესი (68)
გაფრთხილება: ჰოლტი, ჰულაჰანი, უითბრედი, დრური - მაკარტი, ალკარასი, მოზესი, მაკარტური
კარში დარტყმა: 9-18(2-8), ჯარიმა: 13-8, კუთხური: 3-5, თამაშგარე: 1:1 ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 26 653
12 მარტი
არსენალი-ნიუკასლი
სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. იუნაიტედი 28 21 4 3 68-27 67
2. სიტი 28 21 3 4 69-20 66
3. ტოტენჰემი 28 16 5 7 52-34 53
4. არსენალი 27 15 4 8 55-38 49
5. ჩელსი 28 14 7 7 48-32 49
6. ნიუკასლი 27 12 8 7 39-39 44
7. ლივერპული 27 10 9 8 30-26 39
8. სანდერლენდი 28 10 7 11 36-31 37
9. ევერტონი 27 10 7 10 28-28 37
10. ფულჰემი 28 9 9 10 37-37 36
11. სუონსი 28 9 9 10 31-34 36
12. სტოკ სიტი 28 10 6 12 27-39 36
13. ნორვიჩი 28 9 9 10 39:45 36
14. ვესტ ბრომვიჩი 28 10 5 13 34-37 35
15. ასტონ ვილა 28 7 12 9 31-35 33
16. ბლექბერნი 28 6 7 15 40-60 25
17. ბოლტონი 28 7 2 19 31-57 23
18. ქუინზ პარკი 28 5 7 16 29-48 22
19. ვულვზი 28 5 7 16 30-58 22
20. უიგანი 28 4 9 15 24:53 21
ბომბარდირები
25 - რობინ ვან პერსი (არსენალი); 20 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი); 16-16 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), დემბა ბა (ნიუკასლი); 13-13 - იაკუბუ აიგბენი (ბლექბერნი), ედინ ჯეკო (მანჩესტერ სიტი); 12 -კლინტ დემპსი (ფულჰემი); 11-11 - ემანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი), მარიო ბალოტელი (მანჩესტერ სიტი)
მომდევნო ტური:
17 მარტი: ფულჰემი-სუონსი, უიგანი-ვესტ ბრომვიჩი;
18 მარტი: ვულვზი-მანჩესტერ იუნაიტედი, ნიუკასლი-ნორვიჩი;
20 მარტი: ასტონ ვილა-ბოლტონი,
21 მარტი: ბლექბერნი-სანდერლენდი, მანჩესტერ სიტი-ჩელსი, ტოტენჰემი-სტოკ სიტი, ევერტონი-არსენალი, ქუინზ პარკი-ლივერპული
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"