ფაბიანსკი: პირველი მე ვიქნები!

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" გოლკიპერი ლუკაშ ფაბიანსკი "მეთოფეთა" ძირითად მეკარეობას ლამობს.

მიუხედავად იმისა, რომ ლონდონურ კლუბში ეს პოზიცია დღესდღეობით მანუელ ალმუნიას უკავია და გუნდის დამრიგებელ არსენ ვენგერს ბოლო ხანებში ეყტობოდა, რომ ესპანელის თამაშით უკმაყოფილოა, 25 წლის ფაბიანსკიმ წინასასეზონო მზადების პერიოდში მწვრთნელის ნდობის მოპოვება ვერ შეძლო.

სავარაუდოდ, შაბათს "ბოლტონისა" და ერთი კვირის შემდეგ "სანდერლენდის" წინააღმდეგ პრემიერლიგურ მატჩებში "არსენალის" კარში კვლავ ალმუნია ჩადგება, ხოლო პოლონელი თავის შანსის გამოყენებას 21 სექტემბერს შეეცდება, როცა "მეთოფეები" ინგლისის ლიგის თასზე თავის მოსისხლე მტერ "ტოტენემ ჰოთსპურს" დაუპირისპირდებიან.

"ჩემი მიზანი
"არსენალის" ძირითად შემადგენლობაში მოხვედრაა და მის მისაღწევად ნებისმიერი შესაძლებლობის გამოყენებას ვაპირებ, - თქვა ფაბიანსკიმ "არსენალის" საკლუბო ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში, - დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემს შანსს "ტოტენემთან" ლიგის თასის მატჩში გამოვიყენებ. ბოსს დავუმტკიცებ, რომ პირველნომრობის ღირსი ვარ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული