გარის 19 ფანტასტიკური სეზონი

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა გარი ნევილმა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კარიერის დასრულება გადაწყვიტა. მანკუნიანელი ვეტერანის თქმით, ის ვეღარ გრძნობს საკუთარ თავში იმ ენერგიას და თამაშის სურვილს, რომელიც "ოლდ ტრაფორდზე" ასპარეზობის პირველ წლებში ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელ ძმათაგან უფროსი, "მანჩესტერის" წევრი 1991 წლიდანაა, არადა გარი არც ისეთი ~ბებერია" – 35 წლისაა.

"ორი წლის წინათ, დილით გამეღვიძა და საკუთარ თავს ვუთხარი: "მანჩესტერ იუნაიტედში" სამი მატჩიღა დაგრჩა ჩასატარებელი". კლუბის ხელმძღვანელებს არც დავლაპარაკებივარ, მაგრამ შინაგანად დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს იყო ჩემი უკანასკნელი სამი კვირა საყვარელ
კლუბში. დავრჩი. ასეთი სიტუაცია შარშანაც გამეორდა, მაგრამ მაშინაც დავრჩი. უნდა ვაღიარო: მეეჭვება, მომავალ ზაფხულშიც გადავიფიქრო. კონტრაქტი რომ ამომეწურება, მის გაგრძელებას არც ვიფიქრებ. აქ ფანტასტიკური 19 წელიწადი გავატარე. კლუბთან პრეტენზია არც შეიძლება მქონდეს, მხოლოდ მადლიერების გრძნობა", - თქვა გარი ნევილმა, ვისაც "წითელი ეშმაკუნების" შემადგენლობაში თითქმის 400 მატჩი აქვს ჩატარებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული