აი, რა თქვა "ბარსას" ვიცე-პრეზიდენტმა კარლეს ვილარუბიმ პრესკონფერენციაზე:
"პეპმა იცის, რომ აქ ის სახლშია და მას მთელი "ბარსელონა" გვერდში უდგას. ყველაფერი კარგად დამთავრდება. პეპი აუცილებლად განაგრძობს ჩვენთან მუშაობას, რადგან ესმის, თუ რამხელა პასუხისმგებლობა აქვს ნაკისრი".
თავის მხრივ "ჩელსიმაც" დაზვერა სიტუაცია გვ
ლიონელ მესის მიაჩნია, რომ რაც უნდა ძალიან მოვინდომოთ, გვარდიოლას გადაფასება შეუძლებელიაო:
"პეპი კლუბისთვის, რა თქმა უნდა, უფრო მნიშვნელოვანი ფიგურაა, ვიდრე ნებისმიერი ფეხბურთელი. მან მოსვლის დღიდან ყველაფერი შეცვალა ჩვენ ირგვლივ. ჩემთვის გვარდიოლა საკლუბო პროექტების განუყოფელი ნაწილია. იმედი გვაქვს, რომ ის დარჩება, თუმცა რას გადაწყვეტს, ეს მხოლოდ მისი საქმეა. გულსატკენი იქნება, თუკი საქმის გაგრძელება მის გარეშე მოგვიწევს".
როგორც ჩანს, ვილაშ ბოაშის მემკვიდრეთა სია კიდევ ერთით შეთხელდა. "რეალის" თავდამსხმელის კრიშტიანო რონალდოს თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ჟოზე მოურინიო "სანტიაგო ბერნაბეუზე" მომდევნო სეზონშიც დარჩება. პორტუგალიელ სპეციალისტს ლონდონში დაბრუნებას უკვე დიდი ხანია უწინასწარმეტყველებდნენ.
რონალდომ შეკითხვაზე, დამოკიდებულია თუ არა მოუს "რეალში" დარჩენა ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირში გამარჯვებაზე, მოკლედ უპასუხა: "არა"!
თუმცა საბოლოოდ ვინც უნდა მივიდეს "ჩელსიში" სამუშაოდ, შეუძლია ნაკლებად ინერვიულოს გუნდში ვეტერანი ფეხბურთელების ძალაუფლებაზე. ხუან მატამ კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, რომ ვილაშ ბოაშის თანამდებობიდან დათხოვნა ფეხბურთელების მიერ გასახდელში დაიგეგმა.
"არცერთ ფეხბურთელს მსგავსი რამ არ ჩაუდენია და მწვრთნელის გაშვება ამ გზით არ უფიქრია. ის ჩვენი მწვრთნელი იყო და ჩვენ მისი ბოლომდე გვჯეროდა. მას მართლა კარგი იდეები ჰქონდა. კლუბში დიდი ცვლილებების დანერგვა სურდა, მაგრამ ამის გამო მას მტრად არავინ გადაკიდებია. თუმცა რამდენად იყო ეს იდეები მორგებული "ჩელსის", სხვა საქმეა.
მას იმ ჩანაფიქრების განხორციელება სურდა, რომლებზეც ის ჯერ კიდევ "პორტუში" ფიქრობდა. მეტოქეზე მაქსიმალური ზეწოლა, ბურთის ართმევა და გამუდმებული შეტევები არ არის "ჩელსის" სტილი. ჩვენც შემტევი, თუმცა უფრო ძალისმიერი გუნდი ვართ. შესაძლოა, ის რასაც მწვრთნელი აკეთებდა, იდეების თავზე მოხვევა ვუწოდოთ, რომელსაც გუნდი ვერა და ვერ შეეგუა," - ამბობს ესპანელი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"