ლივერპულზე საზიზღარიც არსებობსო...

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტრანი გარი ნევილი გარდა თავდადებისა "ოლდ ტრეფორდზე" იმიტომაც უყვართ, რომ ყოველთვის სძულდა "ლივერპული", მაგრამ ახლა მან დამოკიდებულება შეიცვალა - "ლივერპულზე" მეტად ამიერიდან "მანჩესტერ სიტის" ვერ ვიტანო, განაცხადა "იუნაიტედის" კლუბის (და არა გუნდის) კაპიტანმა. საინტერესოა, რომ ნევილმა ეს "ლივერპულთან" თამაშამდე ერთი კვირით ადრე თქვა - ძველი მეტოქეები ერთმანეთის პირისპირ მომდევნო კვირას, 19 სექტემბერს წარსდგებიან - მაგრამ, რა უნდა ექნა თუკი თანაქალაქელმა "სიტიმ" ბოლო ხანს ახალი ფეხბურთელების ყიდვაში იმდენი ფული დახარჯა, რომ სასტიკად გააღიზიანა? 35 წლის ნევილმა თქვა:

"ჩემს ბავშვობაში
ყველაფერი მარტივად იყო: მე "იუნაიტედის" ფანი ვიყავი ტიტულებს კი "ლივერპული" იგებდა და ამის გამო ეს გუნდი სასტიკად მეჯავრებოდა. რას იზამ, ასე ყალიბდება დამოკიდებულება. ადამიანს გინდა შენმა გუნდმა გაიმარჯვოს და ამ დროს სხვა იგებს. შემდეგ, რომ გავიზარდე და ფეხბურთელი გავხდი, "ლივერპული" როგორც დიდი ტრადიციების გუნდი გონებით დავაფასე, აი, ზოგიერთ კლუბს კი ვერასდროს ვცემ პატივს. მათ ბოლო წლებში წამოყვეს თავი და ფულით მდგომარეობის მოპოვებას. "ლივერპულს", მსიამოვნებს ეს თუ არა, დიდი წარსული აქვს და ბევრი ტიტული მოუპოვებია".

ამის გარდა გარი ნევილმა კარიერის დასრულებაზეც ილაპარაკა. ფეხბურთელი გრძნობს, რომ ფეხბურთელის ცხოვრება სავარაუდოდ ამ სეზონის ბოლოს დაუმთავრდება, თუმცა რაიან გიგზისა და პოლ სქოულზის მაგალითი სხვას ეუბნება.
"როგორც ჩანს ზედმეტად ემოციურიც ვარ. ასეთ დროს მშვიდად უნდა გააგრძელო ვარჯიში, მაგრამ გიგზისა და სქოულზისგან განსხვავებით ამის გამკეთებელი არ უნდა ვიყო. ამიტომაც ვფიქრობ, რომ სეზონის ბოლოს ჩემი კარიერა დასრულდება".


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული