ლონდონის "არსენალი" ლუკას პოდოლსკის ოფიციალურად დაადასტურებს

AutoSharing Option
"ივნინგ სტანდარტის" მტკიცებით, "არსენალი" ორშაბათს ოფიციალურად დაადასტურებს "კიოლნიდან" გერმანიის ნაკრების თავდამსხმელის, 26 წლის ლუკას პოდოლსკის შეძენის ფაქტს.

აღნიშნულ ტრანსფერზე, როგორც შესაძლოზე, უკვე დიდი ხანია აღარავინ წერს, რადგან არც "თხებს" და არც "მეთოფეებს" ინფორმაციის უარყოფა მაინცდამაინც არ უცდიათ.
მხოლოდ არსენ ვენგერმა თქვა ცოტა ხნის წინ, შეთანხმება მიღწეული ჯერ არ არისო.

10 დღის წინ "კიოლნის" ბაზას ლონდონელთა ექიმებიც ეწვივნენ, რომლებმაც თავდამსხმელს სამედიცინო შემოწმება ადგილზე ჩაუტარეს და დაასკვნეს, რომ გერმანელი ხარივით ჯანმრთელია.

"არსენალს" ლუკასის გადაბირება 10,9 მილიონი ფუნტი, ანუ 13,03 მილიონი ევრო დაუჯდება.
პოდოლსკის ხელფასი კვირაში 90 ათას ფუნტი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული