ინგლისი. პრემიერლიგა. XXXI ტური: "მანჩესტერ სიტი" და შავი კატა

AutoSharing Option
ვიდეო
მოდი, ტურის მიმოხილვა "ლოფტუს როუდზე" გამართული მატჩით დავიწყოთ, სადაც აუტსაიდერმა "ქუინზ პარკმა" ლონდონურ დერბიში ფავორიტი "არსენალი" მიიღო და 7-მატჩიანი მოგებათა სერია შეაწყვეტინა.

თამაში ცოცხლად დაიწყო. ორივე გუნდი აქცენტს შეტევაზე აკეთებდა. პირველი რეალური ხიფათი ბობი ზამორას თავურის შემდეგ შეიქმნა, მაგრამ დარტყმა ხარიხას გადაევლო თავზე.

პირველი გოლი ასე გავიდა: ადელ ტაარაბტმა ტომას ვერმალენი ბავშვურ შეცდომაზე დაიჭირა, ვოიცეხ შჩესნისთან პირისპირ დარჩა და შორეულ კუთხეში დაარტყა - 1:0.

ამის მერე "არსენალი" მეტი ძალებით წავიდა წინ, მაგრამ უშედეგოდ, მასპინძელი თავს კარგად იცავდა. 37-ეზე ანგარიში მაინც
გათანაბრდა. რობინ ვან პერსიმ დაცვასთან ჭიდილში მაინც მოახერხა ტეო უოლკოტისთვის პასის გაკეთება. უკანასკნელის პირველი დარტყმა ძელს მოხვდა, დამატებაზე კი მან მაინც ივარგა - 1:1.

მეორე ნახევარი გუნდებმა სახიფათო მომენტით განაახლეს. ჯეიმს მაკი შეიჭრა "არსენალის" საჯარიმოში, მაგრამ ბოლო მომენტში ლორან კოშელნიმ ივარგა. კირან გიბსის ჩაწოდების შემდეგ კი ბაკარი სანია იმუქრებოდა თავურით, მაგრამ მისი გარჯაც უშედეგო გამოდგა.

59-ე წუთზე ვან პერსი დარჩა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ არაჩვეულებრივად ითამაშა პატრიკ კენიმ.

66-ე წუთზე მასპინძლები ისევ წინ გავიდნენ. მეორე სერიოზული შეცდომა დაუშვა ვერმალენმა. მაკი მას იოლად გასცდა და სამბა დიაკიტეს გადააწოდა. მისი ჩართვა შეტევაში "მეთოფეებს" უყურადღებოდ დარჩათ - 2:1.

მატჩის მიწურულს კარგი შანსი გაუშვა ხელიდან ჯოი ბარტონმა, ვისი შორეული დარტყმაც ხარიხას მოხვდა. "ქუინზ პარკი" ჯერ კიდევ აგრძელებს ბრძოლას ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად.

ყველაფერს აქვს დასასრული
"ეტიჰადზე" "მანჩესტერ სიტის" "შავმა კატამ" გზა გადაუჭრა. გამართლდება თუ არა ცრურწმენა და გახდება თუ არა ეს "ქალაქელთა" მომავალი წარუმატებლობის მიზეზი? ვერ გეტყვით. ფაქტი ერთია - "სიტის" ისევ არ გამოსდიოდა გუნდური თამაში თავდასხმაში და მისი ფეხბურთელები ისევ კინკლაობდნენ და ისევ სახალხოდ.

მეორე ტაიმში მარიო ბალოტელიმ და ალექსანდრ კოლაროვმა ლამის ერთმანეთზე გაიწიეს. კაპიტანი ვენსან კომპანი დროულად ჩადგა თანაგუნდელთა შორის. ეს რომ არა, ვინ იცის, სადამდე შეიძლებოდა სიტუცია გამწვავებულიყო. ყველაფერი საჯარიმოს დარტყმაზე დავას მოჰყვა. მოწოდების სიმაღლეზე ვერ იდგა ვერც გუნდის ლიდერი დავიდ სილვა. სტუმარი კი თავს იდეალურად გრძნობდა.

ანგარიში 31-ე წუთზე გაიხსნა. სტეფან სესინიონმა იოლად მოატყუა ორი მეტოქე და სებასტიან ლარსონს დაუგორა. 25 წლის შვედმა ბურთი მშვიდად დაამუშავა და მობილიარდეს სტილში ზუსტად დასცხო - 0:1. 43-ეზე ანგარიში გათანაბრდა. ედინ ჯეკო საჯარიმოში მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა, სადაც ის კრეიგ გარდნერმა წესების დარღვევით შეაჩერა. პენალტი მარიო ბალოტელიმ იდეალურად დაარტყა.

ფილ დაუდი უკვე წამზომს უყურებდა, როცა სესინიონმა კიდევ ერთი საგოლე გადაცემა ჩაიწერა ანგარიშზე - მარჯვენა ფლანგიდან. ისე, რომ ხელი არავის შეუშლია, ბურთი ნიკლას ბენდტნერს თავზე "დაასვა". დანიელმა მიკა რიჩარდსს ბრძოლა ჰაერში იოლად მოუგო (ეს არც არის გასაკვირი, განსხვავება მათ შორის 11 სმ-ია) - 1:2.

მეორე ნახევარში "სიტი" მოედანზე 3 მცველით გამოვიდა. რიჩარდსის ნაცვლად თამაშში ადამ ჯონსონი ჩაერთო. 55-ე წუთზე კოტრშეტევა ისევ სესინიონმა წამოიწყო. იაია ტურემ ვერაფრით შეძლო მისთვის ბურთის წართმევა. ბენინელმა ბენდტნერს გადააწოდა, უკანასკნელმა - ლარსონს. შვედისთვის ხელის შემშლელი საჯარიმოში არავინ იყო - 1-3.

ყველაფერი სენსაციური დასასრულისკენ მიდიოდა, მაგრამ 85-ე და 86-ე წუთებზე ჯერ ბალოტელიმ გაიტანა შორეული ტექნიკური დარტყმით, შემდეგ - კოლაროვმა დასცხო დამიზნებით.

მცველის დუბლი ვილა პარკზე
ბრანისლავ ივანოვიჩის თამაში "ვილა პარკზე" საეჭვო იყო, თუმცა სერბი მაინც გამოჩნდა სასტარტოში. "ლურჯებმა" ანგარიში მალევე გახსნეს. ფერნანდო ტორესისთვის დაბლოკილი დარტყმის მერე ბურთი დენიელ სტარიჯს მიუვიდა, რომელმაც 2 მეტრიდან ცარიელ კარში გაიტანა.

მომენტები ორივე კართან იქმნებოდა. 24-ე წუთზე ხუან მატამ ძელს გაარტყა. მერე გაბრიელ აგბონლაჰორს აუღო პეტრ ჩეხმა ძლიერი დარტყმა.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა მატას კუთხურის მერე ივანოვიჩმა ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა - 0:2.

"ჩელსი" მოეშვა, რითაც მასპინძლებმა ისარგებლეს და 4 წუთში 2 გოლი გაიტანეს. 77-ე წუთზე ოთხი ჩელსელის გარემოცვაში მდგომმა ჯეიმს კოლინზმა თავით შეაგდო (1:2), მე-80-ეზე კი ეშლი კოულმა ვერ შეძლო მარკ ოლბრაიტონის პასის ჩაჭრა და ერიკ ლიშაის მისცა თავის გამოჩენის შანსი.

"ჩელსი" არ დაბნეულა და მალე ისევ წინ გავიდა. ივანოვიჩმა ისევ კუთხურის გათამაშებისას იყოჩაღა, ოღონდ ამჯერად თავით. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი კონტრშეტევაზე უკვე ფერნანდო ტორესმა შეაგდო.

რას ჰგავს ეს, ამხანაგო კენი?
"სენტ ჯეიმს პარკს" "ლივერპული" ეწვია და როგორც ბოლო პერიოდში სჩვევია, ძალიან ცუდად ითამაშა და წააგო. ანგარიშის გახსნა პირველ წუთებზე ჯონჯო შელვის შეეძლო, მაგრამ ააცილა. მერე დემბა ბას მართებდა სიტუაციის გამწვავება. ორიოდე წუთში საჯარიმოში პეპე რეინასთან ბრძოლაში ჰატემ ბენ არფა წაიქცა, მაგრამ მარტინ ატკინსონმა პენალტი არ დანიშნა.

მალე ენდი კეროლი დარჩა ტიმ კრულთან პირისპირ, მეკარესაც გასცდა და ის იყო, უნდა გაეტანა, რომ რატომღაც წაიქცა. არბიტრმა სიმულაციის გამო მას ყვითელი ბარათი მისცა.

მე-19 წუთზე ანგარიში გაიხსნა: ბენ არფამ შორეულ ძელთან დაკიდა ბურთი, სადაც პაპის სისემ თავურით შეძლო ზუსტად დარტყმა. მეორე გოლი კი სენეგალელმა უკვე მეორე ნახევარში შეაგდო. ცენტრიდან ბურთი სხვისი მიმართულებით იგზავნებოდა, მაგრამ ის სისეს მიუვიდა (ვისაც შეტევაში ჩართვის უფლება არ ჰქონდა, რადგან პასის მომენტში პასიურ თამაშგარეში იყო, მაგრამ მსაჯებმა ეს რატომღაც ვერ შეამჩნიეს), რომელიც დამწყები ფეხბურთელებით გაუსწორდა ჯერ რეინას, მერე მარტინ შკტრელს და დუბლი გაიფორმა. მასპინძლებს თამაშის გამარჯვებამდე მიყვანა არ გასჭირვებიათ.

ინგლისი. პრემიერლიგა. XXXI ტური
ასტონ ვილა-ჩელსი 2:4
ასტონ ვილა (4-2-3-1): გივენი - ლიშაი, ჯ. კოლინზი, ბეიკერი, უორნოკი - გ. გარდნერი, ჰერდი (70. ოლბრაიტონი) - აგბონლაჰორი, აირლანდი, ბენანი - ვაიმანი (82. ჰესკი)
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ივანოვიჩი, დ. ლუისი (46. გ. კეჰილი), ტერი, ე. კოული - მიკელი, ლემპარდი - სტარიჯი, მატა (74. მალუდა), კალუ (59. რამირესი) - ტორესი
გოლები: 0:1 სტარიჯი (9), 0:2 ივანოვიჩი (51), 1:2 კოლინზი (77), 2:2 ლიშაი (80), 2:3 ივანოვიჩი (83), 2:4 ტორესი (90)
გაფრთხილება: უორნოკი -
კარში დარტყმა: 11-10(5-8), კუთხური: 6-4, ჯარიმა: 11-6, თამაშგარე: 2:4 ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 34 740

ევერტონი-ვესტ ბრომვიჩი 2:0
ევერტონი (4-4-1-1): ჰოვარდი - ჰიბერტი, იაგიელკა, ჰეიტინგა, ბეინსი - ოსმანი (46. გუიე), გიბსონი, ფელაინი, პიენაარი - ტ. კეჰილი (62. ანიჩებე) - იელავიჩი (87. მაკფადენი)
ვესტ ბრომვიჩი (): ფოსტერი - ბ. ჯონსი, მაკოლი, ო. ოლსონი, რიჯუელი — ტჩოი (73. ფორჩუნი), შარნერი (67. დორანსი), ენდრიუსი, ბრანტი (77. კოქსი) - ოდემვინგე, ლონგი
გოლები: 1:0 მაკაული (18-ს.კ-ში), 2:0 ანიჩებე (68)
გაფრთხილება: იელავიჩი, ტ. კეჰილი - ი. ოლსონი
კარში დარტყმა: 6-7(5-3), კუთხური: 5-2, ჯარიმა: 4-9, თამაშგარე: 0:2 ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 32 051

ფულჰემი-ნორვიჩი 2:1
ფულჰემი (4-4-1-1): შვარცერი - ს. კელი, ა. ჰიუზი, ჰანგელანდი, რიისე - დაფი, დემბელე, დ. მერფი (71. . დიარა), დემპსი - რუისი (82. რუისი) - პოგრებნიაკი (35. კაჩანიკლიჩი)
ნორვიჩი (4-4-1-1): რუდი - რ. მარტინი, ე. უორდი, უაიტბრედი (46. ჯექსონი), ბენეტი (84. ფოქსი) - ნაოტონი, ფოქსი, ჰოუსონი, სარმენი, ჰულაჰანი - მორისონი (68. უილბრეჰემი)
გოლები: 1:0 დემპსი (2), 2:0 დაფი (13), 2:1 უილბრეჰემი (77)
გაფრთხილება: ეტუჰუ - ე. უორდი, ფოქსი
კარში დარტყმა: 7-7(5-4), კუთხური: 6-7, ჯარიმა: 7-5, თამაშგარე: 3:0 ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 25 700

მანჩესტერ სიტი-სანდერლენდი 3:3
მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი - მ. რიჩარდსი (46. ა. ჯონსონი), კ. ტურე, კომპანი, კოლაროვი - დე იონგი, ი. ტურე - მილნერი (81. პისარო), ბალოტელი, დ. სილვა (58. ტევესი) - ჯეკო
სანდერლენდი (4-4-1-1): მინიოლე - ბერდსლი, ტერნერი, კილგალონი (81. კირიაკოსი), კოლბეკი - ს. ლარსონი, კატერმოლი (90. დ ვონი), კ. გარდნერი, მაკლინი - სესინიონი - ბენდტნერი
გოლები: 0:1 ლარსონი (31), 1:1 ბალოტელი (43-პენ), 1:2 ბენდტნერი (45), 1:3 ლარსონი (55), 2:3 ბალოტელი (85), 3:3 კოლაროვი (86)
გაფრთხილება: დე იონგი - კ. გარდნერი
კარში დარტყმა: 14-6(7-3), კუთხური: 17-5, ჯარიმა: 12-13, თამაშგარე: 2:0 ბურთის ფლობა: 63%-37%
მაყურებელი: 47 007

ქუინზ პარკი-არსენალი 2:1
ქუინზ პარკი (4-4-2): კენი, ონუოჰა, ა. ფერდინანდი, ჰილი, ტაივო - ბარტონი, დიაკიტე, დერი, ტაარაბტი - მაკი, ძამორა (90. რაიტ-ფილიპსი)
არსენალი (4-3-3): შჩესნი - სანია, კოშელნი, ვერმალენი, გიბსი (80. შამახი) - სონგი, არტეტა (81. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), რემსი (71. ჟერვინიო) - უოლკოტი, როსიცკი, ვან პერსი
გოლები: 1:0 ტაარაბტი (22), 1:1 უოლკოტი (37), 2:1 დიაკიტე (66)
გაფრთხილება: ტაარაბტი, მაკი, ა. ფერდინანდი, ბარტონი, დიაკიტე - ვერმალენი, სონგი
კარში დარტყმა: 8-10(6-7), კუთხური: 4-6, ჯარიმა: 13-10, თამაშგარე: 6:3 ბურთის ფლობა: 33%-67%
მაყურებელი: 18 033

უიგანი-სტოკ სიტი 2:0
უიგანი (4-4-2): ალ ჰაბსი - ალკარასი, კოლდუელი, ფიგეროა, ბოისი - მაკარტი, მაკარტური, ბოსეჟური (86. სემონი), მოზესი - დი სანტო (81. ხ. გომესი), მელონი (69. უოტსონი)
სტოკ სიტი (4-4-2): ბეგოვიჩი - უილკინსონი, შოუკროსი, ჰუთი, მ. უილსონი - პენანტი (65. პალასიოსი), უაიტჰედი, უელანი, ეთერინგტონი (49. ჯერომი) - კრაუჩი, უოლტერსი (65. ფულერი)
გოლები: 1:0 ალკარასი (54), 2:0 მოზესი (90)
გაფრთხილება: ბოსეჟური, ბოისი - - უილსონი, უელანი, უაიტჰედი, უილკინსონი
კარში დარტყმა: 9-5(6-2), კუთხური: 8-1, ჯარიმა: 16-12, თამაშგარე: 0:5 ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 19 7860

ვულვერჰემპტონი-ბოლტონი 2:3
ვულვერჰემპტონი (4-4-2): ჰენესი - სტირმენი, რ. ჯონსონი, ბასონგი, ს. უორდი - კაიტლი, დ. დევისი (87. ჰენრი), დ. ედვარდსი (87. მილიაში), ჯარვისი - ებანს-ბლეიკი (81. დოილი), ს. ფლეტჩერი
ბოლტონი (4-4-1-1): ბოგდანი - რიკეტსი, რიმი, უიტერი, მ. ალონსო - მიაიჩი (77. იგლზი), მ. დევისი, რეო-კოკერი, მ. პეტროვი - კლასნიჩი (70. კ. დევისი) - ნგოგი (90. ნაიტი)
გოლები: 1:0 კაიტლი (53), 1:1 მ. პეტროვი (63-პენ), 1:2 მ. ალონსო (80), 1:3 კ. დევისი (84), 2:3 ჯარვისი (88)
გაფრთხილება: სტირმენი - კლასნიჩი
კარში დარტყმა: 9-16(5-7), კუთხური: 13-4, ჯარიმა: 11-9, თამაშგარე: 4:0 ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 25 215

ნიუკასლი-ლივერპული 2:0
ნიუკასლი (4-3-3): კრული - სიმპსონი, უილიამსონი, პერჩი, ხონასი - ტიოტე, გატრი, კაბაი - ბენ არფა, პ. სისე, ბა
ლივერპული (4-3-3): რეინა - ფლენაგანი, კარაგერი, შკრტელი, ხოსე ენრიკე - ჯერარდი, სპირინგი, შელვი - სუარესი, კეროლი, ბელამი
გოლები: 1:0 პ. სისე (19), 2:0 პ. სისე (59)
გაფრთხილება: პერჩი, ტიოტე, სისე - კეროლი, შელვი, ფლენაგანი
გაძევება: - რეინა (83)
კარში დარტყმა: 7-5(5-2), კუთხური: 3-6, ჯარიმა: 12-12, თამაშგარე: 2:4 ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 52 363

ტოტენჰემი-სუონსი 3:1
ტოტენჰემი (4-3-3): ფრიდელი - ასუ ეკოტო (88. როუზი), კაბული, გალასი, უოლკერი - მოდრიჩი, პარკერი, სანდრო (71. ლენონი) - ბეილი, ადებაიორი, ვან დერ ვაარტი (ჯ. ლივერმორი)
სუონსი (4-3-2-1): ვორმი - რანხელი, უილიამსი, მონკი, ნ. ტეილორი - ბრიტონი, სიგურდსონი, ალენი (90. გოუერი) - რუტლეჯი (71. დაიერი), ს. სინკლერი - გრემი (79. ლ. მური)
გოლები: 1:0 ვან დერ ვაარტი (20), 1:1 სიგურდსონი (59), 2:1 ადებაიორი (73), 3:1 ადებაიორი (86)
გაფრთხილება: არ ყოფილა
კარში დარტყმა: 17-5(9-2), კუთხური: 7-7, ჯარიმა: 11-12, თამაშგარე: 0:2 ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 36 174

2 აპრილი

ბლექბერნი-მანჩესტერ იუნაიტედი 23:00

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იუნაიტედი 30 23 4 3 74-27 73
2. სიტი 31 22 5 4 75-25 71
3. არსენალი 31 18 4 9 62-41 58
4. ტოტენჰემი 31 17 7 7 56-36 58
5. ჩელსი 31 15 8 8 53-36 53
6. ნიუკასლი 31 15 8 8 46-42 53
7. ევერტონი 31 12 7 12 32-32 43
8. ლივერპული 31 11 9 11 36-33 42
9. სანდერლენდი 31 11 8 12 42-37 41
10. ფულჰემი 31 10 9 12 39-42 39
11. სუონსი 31 10 9 12 35-39 39
12. ნორვიჩი 31 10 9 12 42-49 39
13. სტოკ სიტი 31 10 8 13 29-43 38
14. ვესტ ბრომვიჩი 31 10 6 15 36-43 36
15. ასტონ ვილა 30 7 12 11 33-42 33
16. ბოლტონი 30 9 2 19 36-60 29
17. ბლექბერნი 30 7 7 16 43-62 28
18. ქუინზ პარკი 31 7 7 17 35-54 28
19. უიგანი 31 6 10 15 29-55 28
20. ვულვზი 31 5 7 19 33-68 22

ბომბარდირები
26 - რობინ ვან პერსი (არსენალი); 21 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი); 17 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), 16 - დემბა ბა (ნიუკასლი); 14 - იაკუბუ აიგბენი (ბლექბერნი) 13 - ემანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი), ედინ ჯეკო, მარიო ბალოტელი (ორივე მანჩესტერ სიტი), კლინტ დემპსი (ფულჰემი);

მომდევნო ტური
6 აპრილი: სუონსი-ნიუკასლი
7 აპრილი: სანდერლენდი-ტოტენჰემი, ბოლტონი-ფულჰემი, ჩელსი-უიგანი, ლივერპული-ასტონ ვილა, ნორვიჩი-ევერტონი, ვესტ ბრომვიჩი-ბლექბერნი, სტოკ სიტი-ვულვერჰემპტონი
8 აპრილი: მანჩესტერ იუნაიტედი-ქუინზ პარკი, არსენალი-მანჩესტერ სიტი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული