თეო უოლკოტი: ახლა უკვე ყველაფერი გვაქვს

AutoSharing Option
"არსენალის" შემტევი ნახევარმცველის, თეო უოლკოტის თქმით, მის გუნდს მშვენიერი შანსი აქვს, რომ 7-წლიანი ტრადიცია დაარღვიოს და რომელიმე ტურნირში გამარჯვებაზე სერიოზულად იფიქროს.

22 წლის ფეხბურთელის თქმით, ის, რომ "არსენალმა" მე-17 ადგილიდან მესამემდე მოახერხა აღზევება, დიდი მიღწევაა, თუმცა ისიც ესმის, მიმდინარე სეზონსაც მშრალად ჩაამთავრებენ. "სამომავლოდ იმედიანად რომ ვიყოთ განწყობილნი, მიზეზი ნამდვილად გვაქვს. ისევე, როგორც გულშემატკივრები, მეც იმედგაცრუებული ვარ, რომ საუკეთესო ფეხბურთის ჩვენებას მთელი სეზონის განმავლობაში ვერ ვახერხებთ.

ყველა გუნდს აქვს რთული პერიოდები, მათ შორის, ჩვენც გავდივართ აღმასვლისა და ვარდნის ეტაპებს. საერთო ჯამში,
ცუდად არ ვთამაშობთ.

უფრო ასე ვიტყოდი - ჩვენ სათანადო შედეგების ჩვენებას ვერ ვახერხებთ და მთავარი პრობლემაც ეს არის. სწორედ ახლა ვსწავლობთ, თუ როგორ
უნდა მიზანმიმართულად შედეგისთვის ბრძოლა. ასე იყო, მაგალითად, "ევერტონთან".

მეტოქეს 20 წუთი ვჯობდით, დანარჩენი 70 წუთი კი ის უკეთ გამოიყურებოდა, მაგრამ მაინც ვიმარჯვეთ. "არსენალს" აქვს მტკიცე ხასიათი, რადგან ჩვენთან თავიანთი ნაკრებების ლიდერები და კაპიტნები თამაშობენ, რაც აუცილებლად დაგვეხმარება," - აცხადებს უოლკოტი.

დაბოლოს, გაგაცნობთ "არსენალთან" დაკავშირებულ ერთ ამბავს: 2011 წლის ზაფხულში "ემირიტსიდან" ემანუელ ებუეს "გალათასარაიში" გაქცევა ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

28 წლის კოტდივუარელი მარჯვენა მცველი ახლაღა გამოტყდა, თუ რამ აიძულა ის ეს ნაბიჯი გადაედგა: "არსენ ვენგერმა გულწრფელად განმიცხადა, რომ პირველ გუნდში ჩემთვის ადგილის მოძებნა ძალიან გაუჭირდებოდა. მან პირადად მირჩია, "გალათასარაის" წინადადება მიმეღო.

ვიცოდი, რომ ჩემი გადაყვანა ფათიჰ თერიმს ძალიან უნდოდა და ამიტომაც გადავწყვიტე, ასე მოვქცეულიყავი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული