ფერგის ერთადერთი ვილია სურდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი კმაყოფილია – ჩემი გუნდის შემადგენლობა სრულად დაქომპლექტდაო.

"ფინანსური თვალსაზრისით არავინ გვზღუდავს. თუკი ამჟამინდელ შემადგენლობაში დარწმუნებული არ ვიქნებოდი, სატრანსფერო ბაზარზე რამეს მოვიმოქმედებდით. ერთადერთი ფეხბურთელი, ვისი დამატებაც მსურდა, დავიდ ვილიაა, მაგრამ "ბარსელონამ" მისი ტრანსფერის საკითხი ძალზე მოკლე ვადებში მოაგვარა და ეს ფორვარდიც მათ საკუთრებაში გადავიდა.

ვიდრე ბაზარი უფრო კეთილგონიერ სფეროდ არ იქცევა, ჩვენთვის საუკეთესო მოქმედება ახალგაზრდა ფეხბურთელების შეძენა და მათი დაოსტატება იქნება. ასეთი გზით "მანჩესტერ იუნაიტედი" ფეხბურთელებით უახლოესი 8 წლით იქნება უზრუნველყოფილი.

მეეჭვება, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებზე
ნადირობა გვიღირდეს. ტოპ-ფეხბურთელები ისედაც მრავლად გვყავს. უახლოეს წლებში კი შემადგენლობის გაძლიერება ალბათ მოგვიწევს - როცა რაიან გიგზი, პოლ სქოულზი და გარი ნევილი კარიერას დაასრულებენ. ახალი ტოპ-ფეხბურთელები დაგვჭირდება, რათა ახალგაზრდებს გვერდით სამაგალითო მოთამაშეები ჰყავდეთ", - უთხრა სერ ალექსმა The Telegraph-ს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული