ტურინის "იუვენტუსის" დირექტორი რობინ ვან პერსის აგენტებს შეხვდა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელობა ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელთან, რობინ ვან პერსისთან მოლაპარაკებისთვის ემზადება.

ჰოლანდიელის კონტრაქტი კლუბთან 2013 წლის ზაფხულამდე მოქმედებს და თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ზაფხულამდე ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე საუბარი არ იქნება.

ვან პერსი "ბებერი ქალბატონის" მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს სურს და იტალიელებმა უკვე დაიწყეს ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობა.

ტურინელთა კლუბის დირექტორი ფაბიო პარატიჩი Sports Entertainment Group-ის აგენტებს, კის ვოსსა და ალექს კრუსს შეხვდა, რომლებიც ვან პერსის ინტერესებს წარმოადგენენ.

თუმცა ამ დროისთვის კონკრეტულ წინადადებაზე საუბარი არ არის, რადგან იტალიელებს ჯერ იმის გარკვევა სურთ, საერთოდ
შესაძლებელია თუ არა რობინის ტრანსფერი და ასევე - რა ფინანსური მოთხოვნები აქვს ფეხბურთელს.

მომზადებულია Tuttosport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული