ინგლისური კლუბი ზაფხულში კრეატიული ფეხბურთელის შეძენას გეგმავს, რომელიც ნახევარდაცვის ცენტრში ითამაშებს.
"წითელი ეშმაკების" აზრით, ამ პოზიციისთვის მშვენიერი კანდიდატურაა გერმანელი ჰავბეკი, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელია.
შეგახსენებთ, რომ იოზილის გარდა, "მანჩესტერი" მილანის "ინტერის" ნახევარმცველს, უესლი სნეიდერს და ლონდონის "ტოტენჰემის" ფეხბურთელს, ლუკა მოდრიჩს აკვირდება.