დიდიე დროგბას ლონდონის "ჩელსიში" დარჩენა უნდა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელის, დიდიე დროგბას აგენტმა ტიერნო სეიდიმ თავისი კლიენტის გეგმებზე ისაუბრა, რომელსაც სეზონის ბოლოს კლუბთან კონტრაქტი ეწურება.

"დროგბას თავისი აზრი არ შეუცვლია. კლუბთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და გადაწყვეტილებას სეზონის დასრულების შემდეგ მივიღებთ.

მიმაჩნია, რომ დიდიეს "ჩელსისთვის" წარმატებების მოტანა შეუძლია. მას უყვარს "ჩელსი" და სურს აქ დარჩეს, მაგრამ თუ რაიმე სხვაგვარად მოხდა, ის გუნდს დატოვებს.

ამჯერად გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მივიღებთ", - თქვა კოტდიუვარელი ფეხბურთელის აგენტმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული