არსენ ვენგერი: გვიშველეთ, გვამტვრევენ!

AutoSharing Option
არსენ ვენგერი ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას დაცვასა და დახმარებას სთხოვს. "არსენალისა" და "ბოლტონთან" შეხვედრაში ჩრდილო ლონდონელებს მორიგი ფეხბურთელი დაუშავდათ: პოლ რობინსონთან ორთაბრძოლამ ფრანგ ნახევარმცველ აბუ დიაბის კოჭის მყესები დაუწყვიტა. მსაჯმა სტიუარტ ეტუელმა ამ ეპიზოდში არავინ დასაჯა, ფეხბურთის ასოციაციაში კი განაცხადეს, რომ რობინსონის უხეშობას ჩანაწერითაც არ განიხილავენ. ასე და ამგვარად, "მეთოფეებს" დაშავებულთა სია დაუგრძელთათ. თეო უოლკოტს, ნიკლას ბენდტნერს, დენილსონს, რობინ ვან პერსის, ტომას ვერმაელენსა და აარონ რემსის დიაბიც შეუერთდა. ვენგერმა განაცხადა:

"მე სათანადო ძალაუფლება არ გამაჩნია. აქ, ძალაუფლებას მსაჯები ფლობენ, ადამიანები, რომლებიც
თამაშს უძღვებიან და გადაწყვეტილებებს იღებენ. მატჩი რომ დამთავრდა, დიაბისა და რობინსონის ორთაბრძოლა ათჯერ მაინც ვნახე და მინდა გითხრათ, რომ იმ ეპიზოდში წესების უხეში დარღვევა აშკარაა. მერედა, დიაბი გაბრაზდა, რის გამოც შეიქმნა საშიშროება, რომ მსაჯი ზედმეტი სიფიცხისთვის მას დასჯიდა. ვომეორებ, რობინსონის უხეშობა აშკარა და ზღვარგადასული იყო, მაგრამ მე ასეთი უხეშობისგან მოთამაშეებს ვერ დავიცავ. ეს ფეხბურთის ასოციაციის საქმეა. სამწუხაროდ, ისიც კი არ ვიცი მიიღებს ვინმე ჩემს სიტყვებს სერიოზულად თუ არა.

მე მიყვარს თავდადებული ფეხბურთელები. ვერ ვიტან, როდესაც ვხედავ როგორ ხტება ჰაერში ესა თუ ის მოთამაშე, რათა ორთაბრძოლას თავი აარიდოს, მაგრამ იმისათვის, რომ ფეხბურთელმა ეპიზოდში თავგამოდებით მიიღოს მონაწილეობა, მან უნდა იცოდეს, რომ მოწინააღმდეგეც ბურთისთვის იბრძვის და არა მის წყობიდან გამოსაყვანად. ხალხი შესაძლოა ფიქრობს, რომ მე ჩემს ფეხბურთელებს ვიცავ და კერძო ინტერესი მაინტერესებს, მაგრამ არა, მერწმუნეთ მე ზოგადად ფეხბურთის გამო ვღელავ. რასაკვირველია, ხანდახან ჩემი ფეხბურთელებიც ცდებიან და უხეშობენ. ერთი სიტყვით, მოთამაშეების დასაცავად რაიმე ხერხია მოსაფიქრებელი".

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული