დიდიე დროგბა "ბარსელონასთან" მატჩისთვის მზად იქნება

AutoSharing Option
მიუხედავად მუხლის ტრავმისა, ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველი დიდიე დროგბა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში ითამაშებს.

კოტდიუვარელი კატალონიელთა წინააღმდეგ პირველ შეხვედრაში დაშავდა და "არსენალთან" ინგლისის პრემიერლიგის მორიგი ტურის მატჩის განაცხადშიც არ ყოფილა.

34 წლის თავდამსხმელი დღეს კიდევ ერთ გამოკვლევას გაივლის, რომლის შემდეგაც დანამდვილებით გახდება შესაძლებელი იმის თქმა, ითამაშებს თუ არა "ბარსელონასთან". მაგრამ დიდი შანსია, რომ პირველ შეხვედრაში "ბარსას" კარში გამარჯვების გოლის ავტორი, "კამპ ნოუზეც" ვიხილოთ.

მომზადებულია Guardian-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული