კაილ უოკერი პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემის" მცველი კაილ უოკერი ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ ქვეყნის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა.

მიმდინარე სეზონში 21 წლის მოთამაშემ 33 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად ლონდონის "არსენალის" ჰოლანდიელი თავდამსხმელი რობინ ვან პერსი დაასახელეს. (იხილეთ სტატია)

"ჩემთვის ეს ჯილდო სიურპრიზია. მცველები იშვიათად ხდებიან ასეთი ტიტულების მფლობელები. ორმაგად სასიხარულოა, რომ ამ გამოკითხვაში მონაწილეობა ფეხბურთელებმა მიიღეს, ანუ ჩემმა მეტოქეებმა და საუკეთესოდ მე დამასახელეს", - თქვა უოკერმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული