ალექს ფერგიუსონი: ლორან ბლანი ბევრს მიაღწევს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცის, სერ ალექს ფერგიუსონის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი სამწვრთნელო ასპარეზზე დიდ შედეგებს მიაღწევს. შეგახსენებთ, რომ 46 წლის ფრანგი 2001/03 წლებში "ოლდ ტრეფორდზე" თამაშობდა.

მუსიე ბლანი რამდენჯერმე უკვე დაასახელეს "იუნაიტედში" ფერგის შესაძლო მემკვიდრედ. "როცა ბლანი ჩვენთან თამაშობდა, ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ის ძალიან ჭკვიანია და ვარჯიშებზეც ბოლომდე იხარჯებოდა. აქედან გამომდინარე, მისი წარმატებული მუშაობა საფრანგეთის ნაკრებში არ გამკვირვებია.

მის მიერ მიღწეული შედეგები იმის დასტურია, რომ ლორანი კარგი მწვრთნელია და წინ დიდი მომავალი აქვს. შეეძლება
თუ არა ჩემგან მემკვიდრეობის გადაბარება? არ ვიცი, ამას დრო გვაჩვენებს," - განუცხადა შოტლანდიელმა ინგლისურ პრესას.

ფერგიუსონმა დაადასტურა, რომ მომდევნო სეზონისთვის "ლილიდან" ედენ აზარის გადაბირებას სერიოზულად გეგმავს და სწორედ ამ მიზნით დაესწრო თავად 10 მარტს "ლიონი"-"ლილის" მატჩს.

"დიახ, ნამდვილად გახლდით ლიგა 1-ის 27-ე ტურის შეხვედრაზე ლიონის "სტად ჟერლანზე" და, რა თქმა უნდა, აზარის თამაშიც მაინტერესებდა და სხვა ფეხბურთელებისაც. ედენი მართლა დიდებული ფეხბურთელია ბევრი და კარგი საფეხბურთო ღირსებით.

განსაკუთრებით აღვნიშნავდი მის მოულოდნელ აჩქარებებს, რაც მისგან უდიდეს შრომისმოყვარეობასა და ენერგიას მოითხოვს," - ამბობს შოტლანდიელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული