"მანჩესტერ სიტი" დერბის საკადრო პრობლემების გარეშე ხვდება

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" 47 წლის მთავარი მწვრთნელის, რობერტო მანჩინის თქმით, 30 აპრილს მანჩესტერულ დერბის მისი გუნდი საკადრო პრობლემების გარეშე ხვდება და ეს მისთვის დიდი შეღავათია, მაგრამ ცხრილში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, მისთვის მატჩი რიგითი დაპირისპირებაა და მეტი არაფერი.

აი, რას ამბობს ის "გარდიანთან" ინტერვიუში: "დერბი ყოველთვის მნიშვნელოვანია. გულშემატკივართათვის ეს თამაში სხვების ფონზე ყოველთვის გამოირჩევა და ის ქალაქისთვის განსაკუთრებული მოვლენაა, თუმცა ჩვენთვის ეს უნდა იყოს მხოლოდ ერთი ჩვეულებრივი შეხვედრა, მიუხედავად იმისა, რომ მასში ჩემპიონობის პრეტენდენტის სახელი თამაშდება. მიზეზი ის არის, რომ მას მერე
ჩვენ კიდევ ორი რთული შეხვედრა გვრჩება"
.

ტოტენჰემი რედნაპის წინააღმდეგ
"დეილი მეილის" მტკიცებით, "ტოტენჰემის" ფეხბურთელები ბოლო თვეების განმავლობაში ჰარი რედნაპის მუშაობით ძალიან უკმაყოფილონი არიან. ისინი უკვე ხმამაღლა აფიქსირებენ, რომ მათი თავკაცი უკვე ვეღარ ახერხებს ჩემპიონატის შეხვედრებზე ბოლომდე კონცენტრაციას, რამაც გუნდში კრიზისს დაუდო სათავე - თავად განსაჯეთ, ბოლო 9 ტურში "დეზებმა" ერთადერთი თამაში მოიგო.

გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რამდენიმე ფეხბურთელის აგენტმა ამ თემაზე უკვე მოახერხა კლუბის პრეზიდენტ დენიელ ლევისთან გასაუბრება.

თუკი სამწვრთნელო კრიზისი კიდევ დიდხანს გაგრძელდა, "ტოტენჰემმა" დამრიგებელი შეიძლება თავად გაათავისუფლოს, მიუხედავად იმისა, დაინიშნება თუ არა ის ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელად. პირველი ნიშანი საამისოდ იყო ის, რომ ლევიმ გააუქმა წინადადება რედნაპთან ახალ ერთწლიან ხელშეკრულებაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული