პრემიერლიგა. XXXVI ტური: ფრთაშესხმული ლონდონის "ჩელსი" და ფერნანდო ტორესი

AutoSharing Option
ვიდეო
სუარესის ჰეთ თრიკით
რა ხანია, "ლივერპულს" ასე არ უთამაშია. მას დიდწილად "ნორვიჩმაც" შეუწყო ხელი, რადგან მას მერე, რაც "იადონებმა" საბოლოოდ გაინაღდა ადგილი პრემიერლიგაში, მოეშვა და მიყოლებით უკვე მესამე თამაში წააგო ("სიტი" 1:6, "ბლექბერნი" 0:2); აქედან ორჯერ - შინ და ორჯერვე განაგურდა.

თამაშის დებიუტი, სანახაობრივი თვალსაზრისით, ძალიან მწირი იყო. თუმცა "ლივერპული" ცოტა უკეთ გამოიყურებოდა. სხვა თუ არაფერი, ბურთს ის მეტოქეზე უკეთ ათამაშებდა.

24-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა. გატანის გარდა, ყველაფერი სტივ ჯერარდმა გააკეთა. კაპიტანმა ისარგებლა მეტოქის ტექნიკური წუნით, ბურთი აართვა, ოდნავ ფლანგისკენ
შეიწია და ფეხის მარტივი მოძრაობით ლუის სუარესი მეკარეს პირისპირ შეატოვა. დანარჩენი ურუგვაელს აღარ გასჭირვებია - 0:1.

ორ წუთში ლუისმა კარგ პოზიციაში მდგარ სტივს დაუგორა, მაგრამ უკანასკნელის დარტყმა მცველს მხარზე მოხვდა.

მალე 0:2 გახდა. მასპინძელთა მორიგი უზუსტობით თავად სუარესმა ისარგებლა და ისე, რომ ხელი არავის შეუშლია, მარცხენა ფლანგიდან ჯონ რადის შორეულ დაბალ კუთხეში დაურტყა.

"წითლები" მოეშვა, მაგრამ "ნორვიჩი" იმდენად უსუსური იყო, რომ ამის მერეც ვერ შეძლო პეპე რეინას კართან სიტუაციის გამწვავება. პირველი მომენტი სტუმრებმა მეორე ნახევრის დასაწყისში შექმნეს. ელიოტ ბენეტის ძლიერი გასროლა გოლკიპერმა გაჭირვებით მოიგერია.

საფრთხე იგრძნეს თუ არა, მერსისაიდელები საქმეს ისევ სერიოზულად მიუდგნენ. დროის მცირე მონაკვეთში ჯონჯო შელვის ორჯერ მართებდა გატანა, მაგრამ ჯერ ხარიხას გაარტყა, მეორედ კი, ხოსე ენრიკეს პასის მერე, კარს 2 მეტრიდან ააცილა. 82-ე წუთზე სუარესმა ულამაზესი გოლი გაიტანა - 42 მეტრიდან მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო.

ენფილდელებს ისღა დარჩენიათ, როგორმე "ევერტონის" გადასწრება მოახერხონ, მაგრამ ეს არც ისე იოლი ამოცანა ჩანს.

დიდებული ევერტონი
ექსპერტები ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე "ევერტონის" უმთავრეს პრობლემად კარგი ცენტრალური თავდამსხმელის არყოლას ასახელებდნენ.

პირველ წრეში დევიდ მოიესი იძულებული ხდებოდა, წინა ხაზში ტიმ კეჰილი გაემწესებინა. თუმცა გამოჩნდა ნიკიცა იელავიჩი და პრობლემა ხელის ერთი მოსმით გადაწყდა. 26 წლის ხორვატს პრემიერლიგაში ჩატარებულ 10 შეხვედრაში 8 გოლი დაუგროვდა.

28 აპრილს "ევერტონის" ყველა ფეხბურთელი ბრწყინვალე იყო. პირველი ბურთი პენალტით გავიდა, მეორე - კუთხურის გათამაშების შემდეგ, მესამე - კლასიკური კონტრშეტევით, უკანასკნელი კი პოზიციური შეტევის შემდეგ.

კაჭკაჭები მიწაზე დაუშვეს
ასეთ "უიგანთან" შებმას ყველა უნდა უფრთხოდეს. დიახ, აუტსაიდერებმა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მაძიებელ "კაჭკაჭებს" 4:0 მოუგეს და მათი 6-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტეს.

შეხვედრა "დი ვი სტედიუმზე" დაბალ ტემპში დაიწყო, თუმცა აფეთქება ძალიან მალე მოხდა. მე-13 წუთზე ვიქტორ მოზესმა ჟან ბოსეჟურის პასითა და მაიკ უილიამსონის შეცდომით ისარგებლა და ტიმ კრულს ახლოდან გაუტანა - 1:0.

2 წუთში ფაბრისიო კოლოჩინის სურდა ფლანგური გადაცემის ჩაჭრა, მაგრამ საბოლოოდ მისგან ბურთი ისევ მოზესს მიუვიდა. ნიგერიელის დარტყმა და 2:0. 36-ე წუთზე "უიგანმა" ბურთი ცენტრში გაათამაშა. მეკარის საჯარიმოში შონ მელონი შეიჭრა და ჰოლანდიელ გოლკიპერს დაბალ შორეულ კუთხეში დაურტყა - 3:0.

ტაიმის მიწურულს მასპინძლებმა "ნიუკასლის" საჩემპიონთალიგო ოცნებას დიდი კითხვის ნიშანი დაუსვეს. საჯარიმოს მისადგომებთან მდგარმა ფრანკო დი სანტომ დაინახა მეკარისგან დაუცველი მაღალი კუთხე, მშვიდად დაუმიზნა და გაიტანა - 4:0.

ნამდვილად არ გვინდა იმის თქმა, რომ სტუმრებს მომენტი არ ჰქონიათ. მეორე ტაიმში მარტო პაპის სისემ ხარიხას ორჯერ გაარტყა. ამ მხრივ მასპინძლებს ცოტა გაუმართლათ კიდეც.

მესამე მოუგებელი
"არსენალმა" ზედიზედ მესამე წარუმატებელი თამაში ჩაატარა. ანგარიშის გახსნამდე "მეთოფეებმა" ორჯერ გაუშვა ხელიდან შანსი. მე-9 წუთზე პიტერ კრაუჩი, რა თქმა უნდა, ტომას ვერმალენზე მაღლა ახტა და ვოიცეხ შჩესნის ძლიერი თავური დაურტყა. პოლონელმა კაპიტულაცია გამოაცხადა - 1:0.

"არსენალმა" მალე გაათანაბრა. იოსი ბენაიუნმა მეტოქის გადაცემა ჩაჭრა და ტომაშ როსიცკის გადააწოდა. ჩეხმა ვეტერანმა კარგახანს ათვალიერა სიტუაცია მეტოქის საჯარიმოში და ბოლოს კარგ პოზიციაში მდგომი რობინ ვან პერსი შენიშნა. პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირს ახლოდან გატანა არ გასჭირვებია - 1:1.

მეორე ნახევარში მსაჯს პენალტის დანიშვნა მართებდა ასმირ ბეგოვიჩის კარში, როცა ძლიერად დარტყმული საჯარიმო მასპინძელს ხელზე მოხვდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

სპექტაკლი ლიბერთიზე
"ლიბერთი სტედიუმზე" არნახული სანახაობა შედგა. ანგარიში მასპინძლებმა 25-ე წამზე გახსნეს, რასაც მე-15 წუთამდე კიდევ 2 გოლი მიაყოლეს.

თითქოს "მგლების" ბედი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ამ აზრთან შეგუება სტუმრებს არ სურდათ. სანახაობის მონაწილენი ანტრაქტზე 4:2-ზე გავიდნენ. მეორე 45 წუთში კი ტერი კონორის შეგირდებმა ანგარიში გაათანაბრეს.

მიუხედავად იმისა, რომ "ვულვზი" ელიტას უკვე გამოეთხოვა, ის თავმოყვარეობის შესანარჩუნებლად ბოლომდე იბრძვის, რაც ნამდვილად დასაფასებელია.

მეოთხასე მოგება
ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ "ჩელსის" ფრთები გამოესხა. ლონდონურ დერბიში "ლურჯებმა" "ქუინზ პარკს" განკითხვის დღე მოუწყო.

29 აპრილს "სტემფორდ ბრიჯზე" ისტორიული შედეგი დაფიქსირდა. პრემიერლიგაში ლონდონურმა გრანდმა მე-400 თამაში მოიგო.

აქამდე მსგავსი შედეგი 2 გუნდს ჰქონდა. ფეხბურთის მოყვარული იოლად მიხვდება, რომელ გუნდებზეც არის ლაპარაკი - "მანჩესტერ იუნაიტედსა" (რომელმაც მალე თავის მე-500 თამაშსაც მოიგებს) და "არსენალზე".

თამაშზე კი იმის თქმა შეიძლება, რომ "ჩელსის" მაისურით პირველი ჰეთ თრიკი შეასრულა ფერნანდო ტორესმა, რასაც ტრიბუნებზე მყოფი რომან აბრამოვიჩის განსაკუთრებული რეაქცია მოჰყვა.

მომდევნო ტური
5 მაისი: არსენალი-ნორვიჩი
6 მაისი: ნიუკასლი-მანჩესტერ სიტი, ასტონ ვილა-ტოტენჰემი, ბოლტონი-ვესტ ბრომვიჩი, ფულჰემი-სანდერლენდი, ქუინზ პარკი-სტოკ სიტი, ვულვერჰემპტონი-ევერტონი, მანჩესტერ იუნაიტედი-სუონსი
7 მაისი: ბლექბერნი-უიგანი
8 მაისი: ლივერპული-ჩელსი

ინგლისი. პრემიერლიგა. XXXVI ტური
ევერტონი-ფულჰემი 4:0
ევერტონი (4-4-1-1): ჰოვარდი - ჰიბერტი, ჰეიტინგა, იაგიელკა, დისტენი - ოსმანი, გიბსონი (46. ტ. კეჰილი), ნევილი, პიენაარი (84. გუიე) - ფელაინი (75. ბარკლი) - იელავიჩი
ფულჰემი (4-4-1-1): შვარცერი - ა. ჰიუზი, სენდეროსი (46. ბეირდი), ჰანგელანდი, რიისე - დაფი, მ. დიარა (83. ეტუჰუ), დემბელე, ფრეი - დემპსი - პოგრებნიაკი (66. დ. მერფი)
გოლები: 1:0 იელავიჩი (7-პენ), 2:0 ფელაინი (16), 3:0 იელავიჩი (40), 4:0 ტ. კეჰილი (60)
გაფრთხილება: გიბსონი - მ. დიარა
კარში დარტყმა: 11-5(8-3), კუთხური: 3-5, ჯარიმა: 12-12, თამაშგარე: 4:2 ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 31 885

სტოკ სიტი-არსენალი 1:1
სტოკ სიტი (4-4-2): ბეგოვიჩი - შოტონი (56. აპსონი), ჰუთი, შოუკროსი, მ. უილსონი - პენანტი (78. ჯერომი), უელანი, უაიტჰედი, ეთერინგტონი (84. დელაპი) -კრაუჩი, უოლტერსი
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - სანია, ვერმალენი, კოშელნი, გიბსი - სონგი, რემსი (73. დიაბი) - ბენაიუნი (83. ა. სანტოსი), როსიცკი, ჟერვინიო (78. შამახი) - ვან პერსი
გოლები: 1:0 კრაუჩი (9), 1:1 ვან პერსი (15)
გაფრთხილება: უაიტჰედი - ბენაიუნი, სონგი
კარში დარტყმა: 4-12(2-5), კუთხური: 2-5, ჯარიმა: 10-11, თამაშგარე: 3:2 ბურთის ფლობა: 41%-59%
მაყურებელი: 27 502

სანდერლენდი-ბოლტონი 2:2
სანდერლენდი (4-4-2): გორდონი - ო’ში, ტერნერი, კილგალონი (82. ბრიჯი), ბერდსლი - ფ. კემპბელი (72. ელ-მოჰამადი), ლ. კატერმოული, კოლბეკი, მაკლინი - ბენდტნერი, სესინიონი
ბოლტონი (4-4-2): ბოგდანი - ბოაიტა, რიმი, უიტერი, რიკეტსი - რეო-კოკერი (78. ჯ. ველა), მ. დევისი, მ. პეტროვი, იგლსი (64. მიაიჩი) - ნ’გოგი (64. კლასნიჩი), კ. დევისი
გოლები: 0:1 კ. დევისი (26), 1:1 ბენდტნერი (36), 2:1 მაკლინი (55), 2:2 კ. დევისი (70)
გაფრთხილება: ლ. კატერმოული -
კარში დარტყმა: 12-16(3-6), კუთხური: 7-5, ჯარიმა: 9-20, თამაშგარე: 2:2 ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 40 768

სუონსი-ვულვერჰემპტონი 4:4
სუონსი (3-4-2-1): ვორმი - უილიამსი, კოლკერი, მონკი - ორლანდი (46. ნ. ტეილორი), ბრიტონი, ალენი, ნ. დაიერი - სინკლერი, სიგურდსონი - გრემი (82. მური)
ვულვერჰემპტონი (4-4-2): დე ვრისი - ს. უორდი, ბერა, სტირმენი, ფოლი - ჯერვისი (72. ჰანტი), დ. ედვარდსი, ჰენრი, კაიტლი - დოილი, ს. ფლეტჩერი (76. ებანს-ბლეიკი)
გოლები: 1:0 ორლანდი (1), 2:0 ალენი (4), 3:0 ნ. დაიერი (15), 3:1 ს. ფლეტჩერი (28), 4:1 გრემი (31), 4:2 ჯერვისი (33), 4:3 დ. ედვარდსი (54), 4:4 ჯერვისი (69)
გაფრთხილება: მური, ბრიტონი - ს. უორდი
კარში დარტყმა: 11-17(7-6), კუთხური: 2-6, ჯარიმა: 8-10, თამაშგარე: 1:1 ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 19 408

ვესტ ბრომვიჩი-ასტონ ვილა 0:0
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): ფოსტერი - ბ. ჯონსი, მაკოლი, ი. ოლსონი, რიჯუელი - ბრანტი, მულუმბუ (79. ენდრიუსი), დორანსი, ჯ. ტომასი - ლონგი (69. ფორჩუნი), ოდემვინგე
ასტონ ვილა (4-4-2): გივენი - ჰატონი, კუელიარი, რ. დანი, ლიშაი - ნ’ზოგბია (74. კ გარდნერი), ჰერდი, კლარკი (90. კარატერსი), უორნოკი - აგბონლაჰორი, ჰესკი
გაფრთხილება: - უორნოკი, ჰატონი, კლარკი, ჰესკი
კარში დარტყმა: 13-3(8-1), კუთხური: 4-4, ჯარიმა: 10-9, თამაშგარე: 3:2 ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 25 984

უიგანი-ნიუკასლი 4:0
უიგანი (3-4-3): ალ ჰაბსი - ალკარასი, კოლდუელი, ფიგეროა - ბოისი, მაკარტური, მაკარტი, ბოსეჟური, მელონი, დი სანტო (68. სემონი), მოზესი (83. ხ. გომესი)
ნიუკასლი (4-3-3): კრული - სიმპსონი (81. პერჩი), უილიამსონი, კოლოჩინი, სანტონი - კაბაი (84. ფერგიუსონი), ტიოტე, ხონასი - ბენ არფა (73. რ. ტეილორი), პ. სისე, ბა
გოლები: 1:0 მოზესი (13), 2:0 მოზესი (15), მელონი (36), 4:0 დი სანტო (45+1)
გაფრთხილება: ალკარასი, მაკარტი - სიმპსონი
კარში დარტყმა: 9-11(7-5), კუთხური: 4-1, ჯარიმა: 16-12, თამაშგარე: 2:4 ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 22 187

ნორვიჩი-ლივერპული 0:3
ნორვიჩი (4-5-1): რუდი - ნაუტონი, რ. ბენეტი, ე. უორდი, დრური (12. დრური) - ე. ბენეტი, ჰოუსონი, ფოქსი (46. ჯ. ვონი), ბ. ჯონსონი, პიკლინგტონი - მორისონი (76. ჰოლტი)
ლივერპული (4-5-1): რეინა - გ. ჯონსონი, კარაგერი, აგერი, ხ. ენრიკე - დაუნინგი, დ. ჰენდერსონი, ჯერარდი (85. კოატესი), შელვი, ბელამი - სუარესი (85. კუიტი)
გოლები: 0:1 სუარესი (24), 0:2 სუარესი (28), 0:3 სუარესი (82)
გაფრთხილება: ე. უორდი, ჰოუსონი, ჯ ვონი, რ. ბენეტი -
კარში დარტყმა: 6-10(1-6), კუთხური: 5-7, ჯარიმა: 9-4, თამაშგარე: 2:5 ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 26 819

ჩელსი-ქუინზ პარკი 6:1 (იხილეთ ვიდეო)
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ე. კოული, ტერი, ბოსინგვა (81. ჰატჩინსონი), ფერეირა - ლემპარდი, ესიენი - კალუ (73. რამირესი), მატა (67. მალუდა), სტარიჯი - ტორესი
ქუინზ პარკი (4-3-3): კენი - ონუოჰა, ა. ფერდინანდი, ჰილი, ტაივო - ბარტონი, დერი, ბუჟაკი (65. ა. ტრაორე) - სისე, ზამორა (78. რაიტ-ფილიპსი), მაკი
გოლები: 1:0 სტარიჯი (1), 2:0 ტერი (13), 3:0 ტორესი (19), 4:0 ტორესი (25), 5:0 ტორესი (64), 6:0 მალუდა (80), 6:1 სისე (84)
გაფრთხილება: - ბარტონი
კარში დარტყმა: 19-6(12-3), კუთხური: 8-5, ჯარიმა: 9-9, თამაშგარე: 3:2 ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 41 675

ტოტენჰემი-ბლექბერნი 2:0
ტოტენჰემი (4-4-1-1): ფრიდელი - როუზი, კაბული, გალასი, უოლკერი - ბეილი, მოდრიჩი, სანდრო (), ლენონი - ვან დერ ვააარტი () - ადებაიორი
ბლექბერნი (4-4-1-1): რობინსონი - ორი, დ. დანი, ჟივე, მარტინ ოლსონი - ლოუი, დ. დანი (84. გუდვილი), ფორმიკა, პედერსენი - ჰოილეტი, იაკუბუ (72. მოდესტე)
გოლები: 1:0 ვან დერ ვაარტი (22), 2:0 უოლკერი (75)
გაფრთხილება: არ ყოფილა
კარში დარტყმა: 15-0(7-0), კუთხური: 6-1, ჯარიმა: 6-15, თამაშგარე: 1:2 ბურთის ფლობა: 70%-30%
მაყურებელი: 35 798

30 აპრილი
მანჩესტერ სიტი-მანჩესტერ იუნაიტედი 23:00

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იუნაიტედი 35 26 5 4 86-32 83
2. სიტი 35 25 5 5 87-27 80
3. არსენალი 36 20 6 10 68-44 66
4. ნიუკასლი 35 18 8 9 53-46 62
5. ჩელსი 35 17 10 8 62-39 61
5. ტოტენჰემი 34 17 8 9 57-39 59
7. ევერტონი 35 14 9 12 46-38 51
8. ლივერპული 35 13 10 12 43-37 49
9. ფულჰემი 35 12 10 13 45-48 46
10. ვესტ ბრომ. 36 13 7 16 41-47 46
11. სანდერლ. 36 11 12 13 44-43 45
12. სუონსი 36 11 11 14 43-49 44
13. ნორვიჩი 36 11 10 15 47-63 43
14. სტოკ სიტი 35 11 10 14 33-49 43
15. ასტონ ვილა 36 7 16 13 36-50 37
16. უიგანი 36 9 10 17 38-60 37
17. ქუინზ პარკი 36 9 7 20 40-63 34
18. ბოლტონი 35 10 4 21 41-69 34
19. ბლექბერნი 36 8 7 21 47-75 31
20. ვულვზი 36 5 9 22 38-79 24

ბომბარდირები
28 - რობინ ვან პერსი (არსენალი); 26 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი); 22 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), 16 - კლინტ დემპსი (ფულჰემი), დემბა ბა (ნიუკასლი) იაკუბუ აიგბენი (ბლექბერნი); 13 - ედინ ჯეკო, მარიო ბალოტელი (ორივე მანჩესტერ სიტი), ემანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი), გრანტ ჰოლტი (ნორვიჩი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული