როი ჰოჯსონის პირველი თავსატეხი - დენი უელბეკი

AutoSharing Option
სერ ალექს ფერგიუსონმა მანჩესტერულ დერბიში ბრძოლაში დენი უელბეკი ჩართო, მაგრამ ამით გუნდმა ვერაფერი მოიგო.

აი, ახალგაზრდა ფორვარდმა კი კოჭის ტრავმა მიიღო და ინგლისის ნაკრების ახალ თავკაც როი ჰოჯსონს პირველი თავსატეხიც ეწვია. უელბეკს "სიტის" ნახევარმცველი ნაიჯელ დე იონგი ეუხეშა. სწორედ ამ ეპიზოდს მოჰყვა რობერტო მანჩინისა და ალექს ფერგიუსონის კამათიც. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია 21 წლის ფორვარდის ტრავმა.

პენანტი საჭესთან ნასვამი გამოიჭირეს
"სტოკ სიტის" ჯერმეინ პენანტი ავტომანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვისას გამოიჭირეს. მანჩესტერის გარეუბანში პენანტის BMW "აუდის" შეეჯახა, ხოლო "სტოკის" გარემარბს პოლიციისთვის კითხვებზე
პასუხის გაცემა მოუწია. 29 წლის პენანტი სასამართლოში 9 მაისს უნდა გამოცხადდეს. "აუდის" მძღოლი ზურგის ტრავმით ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა მალევე გამოწერეს.

პეტროვი დააფასეს
"ასტონ ვილას" ფეხბურთელებმა კლუბის წლის საუკეთესო ფეხბურთელად სტილიან პეტროვი დაასახელეს. შეგახსენებთ, რომ ბულგარელ ფეხბურთელს ლეიკემია დაუდგინდა და ახლა სპორტისთვის არ სცხელა, მკურნალობს.

ბირმინგელებმა კი ამ ჟესტით მხარდაჭერა გამოუხატეს თანაკლუბელს. პეტროვი დაჯილდოების ცერემონიალს ვერ დაესწრო, თუმცა ვიდეომიმართვა გაგზავნა: "ბოდიში, ვერ ვარ თქვენთან და მადლობა დაფასებისთვის. იმედია, ეს ჩემი სიტუაციის გამო არ გააკეთეთ. ვფიქრობ, მართლაც კარგი სეზონი მქონდა. ერთს გპირდებით, ვიბრძოლებ", - ამბობს 32 წლის ნახევარმცველი მიმართვაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული