"ჩემთვის მისი დანიშვნა სიურპრიზი იყო იმიტომ, რომ საფეხბურთო ხელმძღვანელობამ ინფორმაციის გაჟონვა არ დაუშვა. ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ ინგლისის ნაკრებს ჰარი რედნაპი ჩაუდგებოდა სათავეში. მის კანდიდატურას მხარს ბევრი უჭერდა.
როის ფანტასტიკური გამოცდილება აქვს. გამოცდილების დამარცხება შეუძლებელია. ყოველთვის ვამბობდი, რომ ინგლისის ნაკრებში მუშაობისთვის ასაკოვანი ადამიანი იყო საჭირო", - აღნიშნა ფერგიუსონმა.