ალექს ფერგიუსონი: როი ჰოჯსონის ინგლისის ნაკრების თავკაცად დანიშვნა ჩემთვის სიურპრიზი იყო

AutoSharing Option
სერ ალექს ფერგიუსონმა აღიარა, რომ როი ჰოჯსონის ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნა მისთვის სიურპრიზი იყო.

"ჩემთვის მისი დანიშვნა სიურპრიზი იყო იმიტომ, რომ საფეხბურთო ხელმძღვანელობამ ინფორმაციის გაჟონვა არ დაუშვა. ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ ინგლისის ნაკრებს ჰარი რედნაპი ჩაუდგებოდა სათავეში. მის კანდიდატურას მხარს ბევრი უჭერდა.

როის ფანტასტიკური გამოცდილება აქვს. გამოცდილების დამარცხება შეუძლებელია. ყოველთვის ვამბობდი, რომ ინგლისის ნაკრებში მუშაობისთვის ასაკოვანი ადამიანი იყო საჭირო", - აღნიშნა ფერგიუსონმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული