"ბლექბერნის" უკმაყოფილო ფანებმა მოედანზე ქათამი შეუშვეს

AutoSharing Option
ვიდეო
"ბლექბერნ როვერსის" გულშემატკივრებმა გუნდის შედეგების გასაპროტესტებლად მოედანზე ქათამი გაუშვეს. ინციდენტი 7 მაისს მოხდა, როდესაც "ბლექბერნმა" საკუთარ მოედანზე "უიგანთან" 0:1 წააგო.

ამ დამარცხებამ "ბლექბერნს" ინგლისის პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი მოუსპო (37 ტურის შემდეგ გუნდს 31 ქულა აქვს მოპოვებული და ბოლოსწინა, მე-19 ადგილზე იმყოფება). ამან ფანების განრისხება გამოიწვია, რომელთაც მატჩზე თან ქათამი ჰყავდათ მიყვანილი.

თუ როგორ მოახერხეს მათ ფრინველის ტრიბუნაზე აყვანა, უცნობია.

"ბლექბერნის" ფორმიანი ქათამი მოედანზე მატჩის დასაწყისში გამოჩნდა. გარკვეული დროის მანძილზე ის მოედანზე იმყოფებოდა, შემდეგ კი "უიგანის" მეკარე ალი ალ-ჰაბსიმ და
"ბლექბერნის" თავდამსხმელმა იაკუბუ აიგბენმა დაიჭირეს. ფეხბურთელებმა ფრინველი სტადიონის თანამშრომლებს გადასცეს და მათ მოედნის ფარგლებს გარეთ გაიყვანეს.

"ბლექბერნისთვის" ქათამს თავისებური სიმბოლური დატვირთვაც აქვს - ამ ინგლისური კლუბის მფლობელი ინდური კომპანია Venky's London Limited სწორედ ქათმის ხორცისგან დამზადებული პროდუქციის ბიზნესითაა დაკავებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული