ამ დამარცხებამ "ბლექბერნს" ინგლისის პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი მოუსპო (37 ტურის შემდეგ გუნდს 31 ქულა აქვს მოპოვებული და ბოლოსწინა, მე-19 ადგილზე იმყოფება). ამან ფანების განრისხება გამოიწვია, რომელთაც მატჩზე თან ქათამი ჰყავდათ მიყვანილი.
თუ როგორ მოახერხეს მათ ფრინველის ტრიბუნაზე აყვანა, უცნობია.
"ბლექბერნის" ფორმიანი ქათამი მოედანზე მატჩის დასაწყისში გამოჩნდა. გარკვეული დროის მანძილზე ის მოედანზე იმყოფებოდა, შემდეგ კი "უიგანის" მეკარე ალი ალ-ჰაბსიმ და
"ბლექბერნისთვის" ქათამს თავისებური სიმბოლური დატვირთვაც აქვს - ამ ინგლისური კლუბის მფლობელი ინდური კომპანია Venky's London Limited სწორედ ქათმის ხორცისგან დამზადებული პროდუქციის ბიზნესითაა დაკავებული.