"ასტონ ვილას" ახალმა მწვრთნელმა ფრანგმა ჟერარ ულიემ თქვა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" მაიკლ ოუენის გადაბირება უნდა. მოგეხსენებათ, 30 წლის ოუენი "იუნაიტედის" ძირითადში ფეხს ვერაფრით იკიდებს, ულიეს კი "ოქროს ბურთის" 2001 წლის ლაურეატის ავან-ჩავანი კარგად მოეხსენება - "ლივერპულში" მისი შეფი იყო. ფრანგულ "კანალ პლუსთან" საუბარში ბირმინგემელთა ახალმა თავკაცმა განაცხადა:
"როგორც კი "ვილას" თავკაცად დამნიშნეს იმწუთას დავიწყე ფიქირი მაიკლის გადაბირებაზე. ის დიდებული ფეხბურთელი და ადამიანია. 4 სექტემბერს "ენფილდ როუდზე" ჯეიმი კარაგერის ბენეფისს დავესწარი და ვნახე როგორ ითამაშა ოუენმა. ძალიან მომეწონა, მას ჯერ კიდევ
საინტერესოა, რომ ულიეს ეს ინტერვიუ დაემთხვა ოუენის კომენტარებს, სადაც მან გულწრფელად აღწერა როგორ აწუხებს "ოლდ ტრეფორდზე" სათადარიგოთა სკამზე ჯდომა. შეგახსენებთ, რომ ფორვარდი "იუნაიტედში" 2009 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, მაგრამ მას მერე მხოლოდ სამ შემხვედრაში გამოიჩინა თავი: "მანჩესტერ სიტისთან", "ვოლფსბურგთან" და სწორედ იმ "ასტონ ვილასთან", რომელშიც შეიძლება მალე გადავიდეს.
ოუენმა თქვა:
"რა შემიძლია გავკეთო? ერთადერთი ის, რომ დიდი მონდომებით ვიმუშაო და ყოველ შეხვედრაში მზად ვიყო მოედანზე გასასვლელად. დანარჩენი უკვე მწვრთნელზეა დამოკიდებული. თუ მწვრთნელი გათამაშებს ხო კარგი, თუ არა და იჯდები სკამზე ბოლომდე.
მოსასმენად ეს ყველაფერი ადვილია, მაგრამ რეალურად დიდ პრობლემასთან გვაქვს საქმე. წარმოიდგინეთ, კვირების განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე ზიხარ, თამაშებში მონაწილეობას არ იღებ, შემდეგ კი უცებ გეუბნებიან მოედანზე შედიო და შენც მოვალე ხარ საუკეთესო ფეხბურთი აჩვენო. ამისათვის მზად უნდა იყო, რაც მენტალურად მეტისმეტად რთულია.
გასული სეზონის ბოლოს საკუთარ თავს ვეკითხებოდი: კი მაგრამ ვარ ჩემს მიერ ჩატარებული თამაშების რაოდენობით კმაყოფილი? ანდა, გავიტანე ამ შეხვედრებში იმდენი გოლი, რამდენიც თავდამსხმელმა უნდა გაიტანოს? რას იზამ, ასეთ გუნდებში არასდროს იცი დასჭირდები მწვრთნელს თუ არა".