ამერიკაში გავრცელებული ცნობების თანახმად ჯილეტი "მილ ფაინენშალს" 75 მილიონი ფუნტის ტოლ ვალს ვერ უბრუნებს და
14:15 17-09-2010
ლივერპულს გაურბის პატრონი
AutoSharing Option
მოგეხსენებათ, "ლივერპულს" ორი პატრონი ჰყავს, ამერიკელი ბიზნესმენები ტომ ჰიკსი და ჯორჯ ჯილეტი. ისიც კარგა ხანია ცნობილია, რომ ამ ორ ბიზნესმენს ლეგენდარული ინგლისური კლუბისადმი სხვადასხვანაირი დამოკიდებულება აქვს - ჰიკსი მერსისაიდში ძველი დიდების დაბრუნებას ცდილობს, ჯილეტი კი მასთან შედარებით გულცივი ჩანს. და აი, როგორც ეტყობა ბიზნესმენთა შორის აზრთა სხვაობამ უმაღლეს მწვერვალს მიაღწია. ამბობენ, ჯილეტი "ლივერპულს" თავს ანებებს და "წითლებს" მთელი თავისი წარსულით, აწმყოთი და მომავლით პარტნიორს უტოვებსო.
ამერიკაში გავრცელებული ცნობების თანახმად ჯილეტი "მილ ფაინენშალს" 75 მილიონი ფუნტის ტოლ ვალს ვერ უბრუნებს და
"ლივერპულის" წილს აძლევს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი ჰიკსს ინგლისური კლუბის მართვა კვლავაც სურს, შოტლანდიის ბანკის გასტუმრება მარტოს მოუწევს. ცნობისთვის: ჯერჯერობით შოტლანდიის ბანკს ჰიკსისა და ჯილეტის გასასტუმრებლად ვადა 6 ოქტომბრამდე აქვს მიცემული. გასასტუმრებელი თანხა 237 მილიონი ფუნტია.
ამერიკაში გავრცელებული ცნობების თანახმად ჯილეტი "მილ ფაინენშალს" 75 მილიონი ფუნტის ტოლ ვალს ვერ უბრუნებს და
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული